
"ოპერაციის მერე აკრძალული გვაქვს ალკოჰოლი და გადავწყვიტეთ, თითო ჭიქა ჩაგვერტყა... მე სულ მალე დავბრუნდები - ავისრულებ მე ჩემს ნატვრას, მე გვერდით მყავს მახარა, მზის ამოსვლა მახარა" - წერს დათო ევგენიძე.
ცოტა ხნის წინ მუსიკოსი დათო ევგენიძე თურქეთში გაემგზავრა, სადაც ღვიძლის გადანერგვის ოპერაციას გაიკეთებს. როგორც ირკვევა დონორი მისი მეგობარი, მომღერალი გიორგი მახარაშვილია. ამის შესახებ რამდენიმე დღის წინ ევგენიძე სოციალურ ქსელში დაწერა.
გიორგი მახარშვილის თქმით ოპერაციის თარიღიც ჩანიშნულია - "25 ში ერთნი გავხდებით" - მახარაშვილის ამ პოსტს უამრავი გამამხნევებელი კომენტარი მოჰყვა ცნობილი ადამიანებისგან.