"ჩემო ძვირფასო მსმენელო, გახდი ისეთი როგორ ქვეყანაშიც გინდა ცხოვრება." - ელდინო საღარაძე

Image

გადაცემა “თავისუფალი აქცენტი”-ს რიგით მე2 გადაცემის სტუმარი იყო - მეტყველებისა და მხატვრული კითხვის დიდოსტატი, მსახიობი და პოეტი, ქალბატონი - ელდინო საღარაძე.

სტუმარმა რამდენიმე საკვანძო საკითხზე საკუთარი შეხედულება გაგვიზიარა და თითოეული აზრის დასრულების ბოლოს ამბობდა, რომ ადამიანისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ეგოიზმისგან დაცლა და ლტლოვა უზენაესი ღირებულებებსკენ.

 

-ქალბატონო ელდინო,  როგორი უნდა იყოს ბავშის ბავშვური ცხოვრება?

 -საყრდენი რაზეც უნდა დადგეს ადამიანი იქმნება ბავშვობიდან, მისი თვისებები ყალიბდება მაშინ, როდესაც ის ბავშვია.

 

ქალბატონი ელდინო ამბობს, რომ ბავშვის ცხოვრებაში გამორჩეული ადგილი უჭირავს მშობლის როლს, მის დამოკიდებულებებს და აღზრდის ფორმებს, თუმცა შესაძლებებლია არ იყოს მშობელი და ბავშვის ცხოვრებაში არსებობდეს და გამოჩნდეს ვინმე სხვა , ვინც მას სულიერად და ემოციურად აღზრდის სწორად.

 

-რას ფიქრობთ გარდატეხის ასაკზე, რამდენად მნიშვნელოვანი პერიდია მოზარდისთვის გარდატეხის ასაკი?

-გარდატეხის ასაკი არის მოზარდის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაზა, სწორედ ამ დროს არის საყურადღებო თუ საით გარდატყდება მოზარდი. სხვათაშორის ქართულ ენაში, გარდატეხის, ეგრედ წოდებულ “თინეიჯერობის” ასაკს - ნინველობა ეწოდება. სწორედ ამ პერიდში უნდა მოზარდს ემოციური და მორალურად ჯანსაღი მხარდაჭერა.

 

ქალბატონი ელდინო საუბრობდა მიწიერ და ზეციურ ღირებულებებზე. ის ამბობს, რომ დედამიწური ღირებულებები არ არსებობს, არსებობს ზეციური ღირებულებები და თუ ადამიანი გაიზარებს იმას, რომ მისი მარადიული სამშობლო  არის ცა ის უკვე სწორი მიმართულებით არის ჩამოყალიბებული.

 

-ქალბატონო ელდინო ადამიანის ცხოვრებაში არსებობს რამდენიმე მთავარი შეკითხვა, რასაც ვფიქრობ უნდა გავცეთ პასუხი, რაც არც თუ ისე მარტივი პროცესია, რა არის ის მთავარი კითხვა ან შეკითხვები რაც აუცილებლად უნდა ჰკითხოს ადამიანმა საკუთარ თავს.

-მალხაზ, ადამიანის ცხოვრებაში არსებობს 3 მთავარი კითხვა:

1)ვინ ვარ მე

2)რისთვის ვარსებობ

3)საით მივდივარ

ეს არის ის შეკითხვები, რომლებზეც თავის არიდება უკვე პიროვნულ დეგრადაციას და საკუთარ თავთან დისბალანსს ნიშნავს.

 

 

ქალბატონი ელდინო ამბობს, რომ ადამიანმა თუ შეისწავლა საკუთარი თავი და გააცნობიერა თუ ვინ არის და რისთვის არის ამ სამყაროში მის წინაშე აუცილებლად გაიშლება წარმატების კიდობანი, რადგანაც მხოლოდ მიზანდასახულ და საკუთარ თავთან სწორად მოსაუბრე ადამიანს შეუძლია მიაღწიოს წარმატებას. ის ამბობს, რომ წარმატებისთვის აუცილებელია ადამიანმა საკუთარ თავს ჰკითხოს თუ რისთვის სურს მას ამ კონკრეტული წარმატების მიღწევა, რაში დაეხმარებას  ეს და კონკრეტულად რას შეცვლის მის ცხოვრებაში წარმატება.

 

-ქალბატონო ელდინო რისგან შესდგება ადამიანი, რა ენერგიებია ჩვენში მოთავსებული?

-სიტყვა ადამიანი შესდგება 2 შინაარსისაგან, პირველი ეს არის - ადამ, მეორე კი - იანი, გამოვიდა - ადამიანი.

ადამ ნიშნავს - კეთილს, სათნოს, ხოლო იანი, ბოროტს, მავნეს, ანუ გამოდის, რომ ჩვენ, ადამიანები შევსდგებით 2 ენერგიის მონაცვლეობისაგან ეს არის კეთილი და ბოროტი. სწორედ ეს არის ის რისგანაც იქმნება - ადამიანი.

 

ქალბატონი ელდინო ამბობს, რომ სამყაროში განვითარებული მოვლენები საკმაოდ არასასიამოვნო განცდას უტოვებს და ფიქრობს, რომ სამყაროს ბოლო ჟამთან ახლოს ვართ, რადგანაც ადამიანთა უმრავლესობა გამოეყო მარადიულ, ზეციურ, ღვთიურ ღირებულებებს და დაიწყო ფინანსური კეთილდღეობის გამო სულისა და ხორცის მიწიერი გამოყენება, რამაც მნიშვნელოვანი ცვლილებები გამოიწვია კაცობრიობაში და ბოლო დროინდელი გლობალური მოვლენები არის შედეგი ჩვენი არა ადამიანური დამოკიდებულებებისა ერთმანეთის მიმართ.

 

-ქალბატონო ელდინო, გთხოვთ თქვენი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილი დაიტოვოთ ჩვენი გადაცემისა და რადიო მსმენელს.

-ჩემო ძვირფასო მსმენელო, გახდი ისეთი როგორ ქვეყანაშიც გინდა ცხოვრება.

 

 

ildino.jpeg

                                  

შეგახსენებთ, გადაცემა “თავისფუალი აქცენტი” რადიო”აფხაზეთის ხმის” ბადეში 13 თებერვალს ჩაეშვა. გადაცემის მთავარი მიზანია, საზოგადოებისთვის საინტერესო სტუმრებმა ისაუბრუნ იმ თემებზე რისგან შესდგება კაცობრიობა, გამოხატონ და დააფიქსირონ საკუტარი პოზიცია ქვეყანაში/მსოფლიო არსებულ სხვადასხვა მოცემულობებზე და განსაკუთრებული აქცენტით ისაუბრონ ახალგაზრდების როლზე სამყაროში, მათ სწორ და ჯანსაღ განვითარებაზე, თითოეული სტუმარი ახალგაზრულ სეგმენტს უზიარებს საკუთარ გამოცდილებასა და რჩევას კარიერაზე, პიროვნულ განვითარებაზე და წარმატებაზე.

 

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !