ორი დღის წინ სრულიად საქართველო მოიცვა ტელეწამყვანი ირაკლი მაქაცარიას და ლიზა ჩიჩუას ქორწილმა.
მოგვიანებით, სოციალურ ქსელში გავრცელდა პოსტი, სადაც ქორწილის ერთ-ერთი ფოტოგრაფი წერდა რომ მას მთელ დღეს
მშიერს მოუწია მუშაობა რადგან ამ დიდებულ ქორწილში მას არავინ არ შესთავაზა საჭმელი...
ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ამ პოსტს და დაწერა რომ ქორწილების ლოჯისტიკას საორგანიზაციო კომპანიები აგვარებენ და ამაზე პასუხის მოთხოვნა წყვილისთვის უსამართლობაა...
"დიდი ქორწილების ლოჯისტიკას, როგორც წესი საორგანიზაციო კომპანიები აგვარებენ. ოჯახი ყველა დეტალს, ისედაც სანერვიულო დღეს ვერ მოიკითხავს და სწორედ ამ კომპანიების სამარცხვინო შეცდომაზე, საჯაროდ პასუხი მოსთხოვო წყვილს, რომელიც ეს დღეები უბრალოდ ბედნიერი უნდა იყოს არის უსამართლობა."- წერს ტელეწამყვანი, ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში