
ტელეწამყვანმა და „ფეისბუქ“ ჯგუფის - „ვეძებ“ შემქმნელმა თამუნა მუსერიძემ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოში საზოგადოების იმ ნაწილს მიმართა, რომლებიც მას გიორგი ნაზღაიძის არასრულწლოვან შვილთან დაკავშირებით უამრავ კითხვას უსვამენ.
„მინდა გამოვეხმაურო შექმნილ ისტერიკას, მთხოვენ პასუხებს იმ კითხვებზე, რომელზედაც პასუხები მე არ მაქვს. პასუხები არ მაქვს იმიტომ, რომ არის ძალიან მარტივი მიზეზი, მე ვარ მეგობარი და ვთვლი, რომ მეგობრობა არის ადამიანის მიმართ ნდობა და თუ ჩემი მეგობარი მეუბნება, რომ მე მყავს შვილი, ეს ნიშნავს იმას, რომ მე მას ვენდობი და მე მჯერა, რომ მას ჰყავს შვილი, მე რომ არ მჯეროდეს ეს, მაშინ ის ჩემი მეგობარი არ იქნებოდა.
მიზეზი, რატომაც მის შვილზე არ ვსაუბრობ არის ის, რომ პირველ რიგში, ეს სხვისი პირადია, მეორე რიგში, ბავშვი არის არასრულწლოვანი...“ - განაცხადა თამუნა მუსერიძემ. ვიდეოში.