-
2022-07-19 13:18
"სხვის ბებია-ბაბუებს, მაზლებსა და ბავშვებს პოულობ და შენს მეგობარს რატომ ვერ უპოვე ბავშვი ამერიკაში (თუ ჰყავს)" - სოციალურ ქსელში ამ შინაარსის კითხვებით ბოლო დროს, ძირითადად, თამუნა მუსერიძეს გიორგი ნაზღაიძესთან დაკავშირებით მიმართავენ.
ამ არასასიამოვნო შინაარსის კითხვებს თამუნა მუსერიძე სოციალურ ქსელში პოსტით გამოეხმაურა და დაწერა რომ გიორგი ნაზღაიძის პრობლემა სულ სხვა რამეში მდგომარეობს, მან იცის თავისი შვილის ბიოლოგიური დედის ვინაობაც, საცხოვრებელი ადგილიც და იმის გამო, რომ ისინი ამერიკაში არიან, ნაზღაიძე მშობლობის უფლებით ჯერჯერობით ვერ სარგებლობს. სწორედ ეს გახდა მისი პროექტში შესვლის მიზანიც - მოიგოს "პრაიმ ჰაუსი", გაყიდოს პრიზის სახით გადაცემული ბინა და ამ თანხით შტატებში შვილთან გაემგზავროს.
"აი ესეთ დებილ სტატუსებში რომ მთაგავთ, იქნებ ჯერ ცოტა ტვინი გაანძრიოთ?? ჩვენ ვეძებთ და ვპოულობთ გაშვილებულ ბავშვებს და გამშვილებელ დედებს. სადმე გაჟღერდა რომ გიორგი ნაზღაიძის ბავშვი გაშვილებულია???
გიორგის ბავშვი ნაპოვნია, არც გაშვილებული და არც გაყიდული. თუ არასრულწლოვან ბავშვს დედა არ აძლევს მამის ნახვის უფლებას, მე რა გავაკეთო?" - წერს თამუნა მუსერიძე.