-
2022-07-19 12:57
სოციალურ ქსელში ტელესახე ნუკი კოშკელიშვილმა პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ძველი მეგობრის კომპლექსებზე უყვება თავის გამომწერებს:
"ძალიან დიდი ხნის უნახავი მეგობარი შემხვდა ახლა.
ბევრი წელი ვმეგობრობდით ბავშობიდან და რაც მე მახსოვს ორი რაღაც აკომპლექსებდა და სულ ტვინი ჰქონდა ამით წაღებული და მეორე ბევრი წელი უყვარდა ერთი ბიჭი და ვერასდროს გაუბედა ეთქვა ან გამოეხატა სიმპატია.. მიხვდებით ახლა რატომ გიყვებით ამ ამბავს. ორი კომპლექსი რომ გითხარით ერთი იყო თხელი თმა (მართლა ძალიან თხელი თმა აქვს) და აჩემებული ჰქონდა რომ მამაკაცებს ლამაზ თმიანი ქალები მოწონთ და მეორე კომპლექსი იყო ცონა. ხოდა ახლა მხვდება და რომ ვიხსენებდით რაღაცეებს მეუბნება ხომ გახსოვს გიორგიო (მოვიგონე სახელი) ხოდა უნდა გაცინოვო, მაგან ცოლი მოიყვანაო 5 წლის წინ თავ გადაპარსულიო, მერე იმას დაშორდა და შემდეგი აი გემრიელი პუტკუნა გოგო მოიყვანაო ცოლადო. ახლა დაშორდა იმასაცო და რომ გავიგე ეს ამბავი ვიფიქრე ამ ბიჭის ტიპაჟი ვყოფილვარ და მივწერეო და “გიორგიმ” სულ ყოველთვის მომწონდიო, მეგობა შენ არ მოგწონდიო… მოკლედ მორალი რაშიაა, დაიკიდეთ ეს კომპლექსები, არაფერს არ გვრგებს, სისულელეა და ის არის რაც გვაპრკოლებს ცხოვრებაში. და კიდევ ერთი მორალი ნუ გაეკარებით ასეთ გიორგებს 5 წელიწადში ორი ცოლი ცოტა ბევრი ხომ არ არის? ვხუმრობ რa თქმა უნდა."- წერს ნუკი კოშკელიშვილი