
17 წლიანი დაგვიანების შემდეგ, ჯენიფერ ლოპესი და ბენ აფლეკი დაქორწინდნენ. წვილმა ქორწილის მოკრძალებული და საიდუმლო ცერემონია ლას ვეგასში გააკეთა.
ჯენიფერ ლოპესმა ინფორმაცია დაადასტურა და წერილიც გამოაქვეყნა, საიდანაც ისიც გაირკვა რომ მომღერალმა გვარი შეიცვალა და ახლა ის მისის ჯენიფერ ლინ აფლეკია.
"ვეგასში ჩავფრინდით და ხელმოწერისთვის ოთხ სხვადასხვა წყვილთან ერთად რიგში ჩავდექით. შუაღამისთვის ძლივს მივაღწიეთ საქორწინო სამლოცველომდე." - დაწერა ჯენიფერმა და ასევე აღნიშნა რომ მას ეცვა კაბა, ძველი ფილმიდან.
"როდესაც სიყვარული რეალურია,ერთადერთი,რაც მნიშვნელოვანია,არის ერთმანეთი, ერთმანეთზე ზრუნვა,გაგება,მოთმინება. მართლები არიან, როცა ამბობენ: -ყველაფერი რაც გჭირდება, სიყვარულია."