
პრინცმა ჰარიმ და მეგანმა ლილიბეტის ფოტო მის პირველ დაბადების დღეზე გამოაქვეყნეს.
სასექსის ჰერცოგისა და ჰერცოგინიას ქალიშვილი დედოფლის პლატინის იუბილეზე
ერთი წლის გახდა.
პრინცმა ჰარიმ და მეგანმა,ლილიბეტი დედოფლის ბავშვობის მეტსახელის პატივსაცემად დაარქვეს. ლილიბეტს ერთი წელი დედოფლის პლატინის იუბილეზე შეუსრულდა. ამ შემთხვევის აღსანიშნავად, ახლო მეგობრები და ოჯახი წყვილის სახლში, ვინდსორის სამკვიდროში პიკნიკზე Frogmore Cottage-ში მიიწვიეს.