
კოსმოსში ქართველი მუსიკოსის ანდრო გოგიბედაშვილის ნამუშევარს 4 ოქტომბერს ინგლისიდან გაგზავნიან. მუსიკოსმა გადაცემა "დილა მშვიდობისა საქართველოში" ისაუბრა პროექტზე,
რომლის ფარგლებშიც მის ნამუშევარს კოსმოსში გაგზავნიან.
„ფესტივალის ორგანიზატორები დამიკავშირდნენ და აინტერესებდათ თუ მივცემდი უფლებას, რომ ჩემი ტრეკი კოსმოსში გასაგზავნად გამოეყენებინათ. რა თქმა უნდა, დავთანხმდი. სულ 30 ნამუშევარი იქნება შესული. თითო ტრეკიდან 15 წამი... 4 ოქტომბერს რადიოსიგნალები ინგლისიდან გაიგზავნება. პლანეტა მზის სისტემის გარეთაა. სიგნალი იმ პლანეტაზე 2146 წლის 11 ოქტომბერს ჩავა. აქ ხომ კარგი ხნის გარდაცვლილი ვიქნები და ვამბობ, რომ იმ პლანეტაზე გავჩნდები, იქ დავხვდები და მივიღებ მაგ სიგნალს, “- ამბობს ანდრო გოგიბედაშვილი.
ანდრო ყველასთვის საყვარელი მომღერლის, თემურ წიკლაურის შვილიშვილია.