
ნოე სულაბერიძის საავტორო გადაცემაში "სტუმრად ნოესთან" მსახიობმა ზურა ყიფშიძემ ცხოვრებაზე ისაუბრა...
წამყვანის კითხვას, არის თუ არა ბედნიერი, მსახიობმა უპასუხა რომ არ არის ბედნიერი....
თუმცა,არ უნდა რომ უმადური იყოს.
"იმ მხრიდან მინდა შევხედო რომ დილით როცა იღვიძებ, მაინც მადლობა უნდა გადაიხადო.ამიტომ,უბედური ვართქო ვერ ვიტყვი, მაგრამ,ბედნიერი ალბათ კაცი ვერასოდეს ვერ იქნება. ყველაზე დიდი სიამოვნება რა არის ამ ქვეყნად?!კაცისთვის ქალი,ქალისთვის კაცი...
მაგრამ "გაცემა!"- ამაზე დიდ სიამოვნებას ადამიანი ვერ მიიღებ...შენ რომ შენი ნამოქმედარით შეგიძლია კაცი გადაარჩინო,გაახარო,ბედნიერი გახადო....ამაზე დიდი კაიფი არ არსებობს...ამაზე თუ ვიფიქრეთ სულ რომ ერთმანეთს გავუსწოროთ, გავახაროთ...რაკარგი იქნება." - ამბობს მსახიობი