"მათთან ერთად ,,დარდიმანდის“ სიყვარული მეც გავიზიარე და ასე ერთად, უკვე 6 წელია მოვდივართ"-თეო დარჩია

Image

 1 ივნისს რადიო "დარდიმანდის" დაბადებისდღეა. რადიოსი, რომელიც უკვე 12 წელია ერთგულად ემსახურება საყვარელ მსმენელს და ზრუნავს მათზე.

 

რადიო "დარდიმანდის" მენეჯერს თეო დარჩიას ვთხოვეთ რომ მის "შვილობილზე" ესაუბრა:

"დარდიმანდი"- ჟღერს ქართულად - ეს არის ჩვენი სლოგანი და დიახ, ეს არის რადიო, რომელიც უკვე 12 წელია სწორედ ყველაზე ქართულად ჟღერადი რადიოა. რადიო, რომელიც უყვარს ყველა იმ ადამიანს , ვისაც უყვარს ქართული სიმღერა და ჩვენს რადიო მსმენელს 24 საათის განმავლობაში ვანებივრებთ ქართული ქალაქური სიმღერით და არა მხოლოდ ქალაქური, ჩვენთან ჟღერს საესტრადო სიმღერები, ფოლკი, ქართული პოპ მუსიკა, ქართველი უკვდავი კომპოზიტორების მიერ დაწერილი სიმღერები, რომელსაც ქართველი მომღერლები ასრულებენ.

 

 

 რას ნიშნავს თქვენთვის "დარდიმანდი"?

-,,დარდიმანდმა“  ჩემთვის მნიშვნელობა უკვე მრავალი წელია შეიძინა. სანამ ამ გუნდს შემოვუერთდებოდი, ყოველთვის მსმენოდა მის შესახებ, რომ იყო რადიო, რომელიც ასე ძალიან უყვარდა ხალხს. მათთან ერთად ,,დარდიმანდის“ სიყვარული მეც გავიზიარე  და ასე ერთად, უკვე 6 წელია  მოვდივართ და ერთი დღეც ჩემს ცხოვრებაში მის გარეშე ვერ წარმომიდგენია.

 

 თქვენი აზრით რისი დამსახურებაა ის რომ ამდენი წლის განმავლობაში გყავთ უამრავი ერთგული და თქვენზე უზომოდ შეყვარებული მსმენელი?

- ჩვენ ყოველთვის ვიცით რა უყვარს ჩვენს მსმენელს, რა მოსწონს და რას მიიღებს ჩვენგან და სწორედ ამას ვთავაზობთ. ამაში ძალიან დიდ შრომას ვდებთ, დიდი ხნის განმავლობაში ვფიქრობთ პროექტებზე, გადაცემებზე, რომელიც გარდა იმისა, რომ მათ ძალიან ბევრ სიახლეს მოუტანთ, გაახალისებთ და  საინტერესოს გახდის მათ ყოველდღიურობას. არ შემიძლია ჩვენი მსმენელების ერთგულებაზე არ ვისაუბრო, ისინი 12 წელია ჩვენთან ერთად მოდიან. განსაკუთრებით ჩვენს მსმენელებს უყვართ მუსიკალური თხოვნები, სადაც ერთმანეთს უძღვნიან სიმღერებს, მოკითხვებს და დიდ სიყვარულს, ეს მათი ყოველდღიური რუტინაა და ჩვენ ისინი ძალიან გვიყვარს.

 

 რადიო "დარდიმანდი" მუდმივად ცდილობს რომ საკუთარ მსმენელს სიახლეები არ მოაკლოს. სამომავლოდ თუ გეგმავთ სიახლეებს?

- სამომავლოდ არა ერთ პროექტს ვგეგმავთ, ახალ გადაცემებს , ახალი რადიო წამყვანების ჩართულობით. გვინდა, რომ ბევრი ისეთი გადაცემა დავაბრუნოთ ეთერში, რომელმაც დიდი პოპულარობა მოუტანა რადიო „დარდიმანდს“.  ასე რომ,  გპირდებით ბევრ ახალ გადაცემას ახალი წამყვანებით.

 

 

  რას უსურვებთ რადიო "დარდიმანდს"?

- რადიო დარდიმანდს ვუსურვებ რეიტინგების სიაში შეენარჩუნებინოს პირველი ადგილი, რაც დიდი ხანია უჭირავს, ვუსურვებ ბევრ ახალ პროექტს. მოკლედ, ძალიან დიდ წარმატებას ვუსურვებ, რისთვისაც ჩვენ ჩვენს ძალებს არ დავიშურებთ.

და ბოლოს, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს გენერალურ დირექტორს, რადიო დარდიმანდის დამფუძნებელს ნინო ჩხეიძეს, რომ ასე ერთგულად დგას ჩვენთან ერთად, აქტიურად იღებს მონაწილებას ყველა იმ საქმეში,  რაც დარდიმანდში ხდება. სწორედ მისი ძალიან დიდი დამსახურებაა ის ყველაფერი, რაზეც აქამდე გესაუბრეთ.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !