
ხათუნა ჟორდანია რომელიც ორი წლის განმავლობაში ებრძოდა ფილტვის სიმსივნეს, ამბობს რომ იყო ბევრი იმედგაცრუება, ცრემლი, ნერვიულობა, მაგრამ ოჯახი იყო ის საყრდენი, რომელმაც
იმ რთულ წლებში პოპულარული სახე განსაკუთრებულად გააძლიერა.
სოციალურ ქსელში ამ თემას კიდევ ერთხელ გამოეხმაურა და ის ადამიანები, რომლებიც ახლა იბრძვიან სიმსივნის დასამარცხებლად, გაამხნევა და მათ კიდევ ერთხელ შეახსენათ, რომ კიბო განაჩენი არ არის...
"მინდა მივმართო ყველა ონკოლოგიურ პაციენტს. სამწუხაროდ, ძალიან დიდია ჩემი შვილის გამოცდილება ამ სფეროში, მოგვიწია ყველა დეტალის შესწავლა და გეტყვით, რომ კიბო განაჩენი არ არის! ამ დაავადებას სასიკვდილოდ თვლიდნენ ბევრი წლის წინ… ახლა მთავარია სწორ დროს აღმოაჩინოთ და დაისახოთ მიზნად ბრძოლა, რწმენის გაძლიერება და აუცილებლად იცოცხლებთ, აუცილებლად გადარჩებით!
პ.ს. ვისაც ახლა გიწევთ ამ ტანჯული გზის გავლა, არც კი იფიქროთ ხელის ჩაქნევა! იბრძოლეთ, განსაკუთრებით იბრძოლეთ თქვენი შვილებისთვის და ოჯახისთვის! თქვენ მათ ჭირდებით! ჯანმრთელობას გისურვებთ...