
მომღერალი ლიზა ყენია ჟურნალ "გზასთან" მიცემულ ინტერვიუში ინტერვიუში ისაუბრა მის ძირითად შემოსავალზე და იმაზე,თუ სად ხარჯავს ამ შემოსავალს.
"როგორც მომრერალი ამბობს, შემოსავლის ძირითადი ნაწილი ტანსაცმლის ყიდვაში ეხარჯება რადგან ტელეეკრანებზე გამოჩენის გამო, ხშირად უწევს ტანსაცმლის ყიდვა.
"პირველ რიგში, ტანსაცმელში მეხარჯება, რადგან ფოტოებზე, ვიდეოებში, ტელეეკრანზე ხშირი გამოჩენის გამო, ახალი სამოსის ყიდვა ხშირად მიწევს, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი კარგი ბრენდი ტანსაცმელს მჩუქნის; ასევე, ჩემს ახლობლებს პატარ-პატარა საჩუქრებს ვუკეთებ, გოგონებს კაფეში ვეპატიჟები, სასადილოდ და ა.შ. ამის ხაზგასმა არ მიყვარს, მაგრამ კეთილ საქმესაც ვაკეთებ - ბევრ ადამიანს საჯარო განცხადებების გარეშე ვეხმარები. არ არსებობს, სოციალურ ქსელში შევიდე და მინიმუმ, 2 წერილი არ დამხვდეს, რომ ვიღაცას დახმარება სჭირდება. ყოველთვის შევეცდები, დავეხმარო, სანამ ჯიბეში "ზედმეტი" 10 ლარი მიდევს..."