"როგორც მაშინ გარშემომყოფებმა ამიხსნეს, ეს იყო ნიშანი იმისა, რომ რწმენაში გავძლიერებულიყავი."- ეკა ჩხეიძე

Image

მსახიობმა ეკა ჩხეიძემ ჟურნალ "სარკესთან" თავის ცხოვრებაში მომხდარ სასწაულზე ისაუბრა, რომელიც წმინდა მიწაზე მდინარე იორდანეში განბანვის დროს მოხდა და რომელსაც უფლის სასწაულს უწოდებს.

 

"ეს მოხდა წლების წინ. მე და ჩემმა მეგობრებმა იერუსალიმში ყველა წმინდა ადგილი მოვიარეთ. ერთ დღეს კი იორდანეში წავედით, რომ წყალში განბანვის რიტუალში მიგვეღო მონაწილეობა. სანამ მდინარე იორდანეში ჩახვალ, დიდ რიგში დგომა გიწევს. შემდეგ ლოცვებს გიკითხავენ. კიბით ჩადიხარ წყალში და სამჯერ უნდა ჩაყვინთო. დაახლოებით 100 მეტრში არის გასახდელი, სადაც სპეციალურ კაბას გაცმევენ, რომლითაც მდინარეში უნდა შეხვიდე.

ერთი სიტყვით, ჩვეულებრივად ჩავიცვი ეს თეთრი კაბა და ისე ჩავედი. წყლიდან რომ ამოვედი, შევამჩნიე, ხალხი მომშტერებოდა. დავიბენი. ვერ მივხვდი, რა მჭირდა. შემდეგ ვიღაცამ კაბაზე მიმანიშნა, რომელიც ბოლოში სულ სისხლიანი იყო. კაბა რომ ავიწიე, მუხლებიდან ტერფამდე სისხლი მდიოდა.

შევშინდი და გასასვლელისკენ გავიქეცი, რომ მენახა, რა მჭირდა. მეგონა, წყალში ჩასვლისას ფეხი გავიჭერი, მაგრამ, აღმოჩნდა, რომ მხოლოდ პატარა ნაკაწრი იყო. ჩქარ-ჩქარა გავიარე 100 მეტრი. ხალხი გაოგნებული მიყურებდა. ზოგი მეუბნებოდა, რომ ეს ნიშანიაო.გასახდელში შევედი და სისხლი უკვალოდ იყო გამქრალი, აღარც ფეხებზე მეტყობდა რამე და აღარც კაბას ემჩნეოდა.

ვერ გეტყვით, მაშინ რა მოხდა ან ის სისხლი ასე როგორ გაქრა. ის კაბა სახლში წამოვიღე და ახლაც ვინახავ. მასზე პატარა ლაქაც კი არ დარჩა. ახლაც რომ ვყვები, არ მჯერა, რომ ეს მე დამემართა. როგორც მაშინ გარშემომყოფებმა ამიხსნეს, ეს იყო ნიშანი იმისა, რომ რწმენაში გავძლიერებულიყავი."

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !