
რამდენიმე თვის წინ, საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ მსახიობსა და მომღერალს, გიორგი გილიგაშვილს ავთვისებიანი სიმსივნე დაუდგინდა.
ამ დაავადებაზე და თავისი მდგომარეობის შესახებ გიორგი გილიგაშვილმა თათია შარანგიას გადაცემაში "სთორი" ისაუბრა.
"დიდება უფალს! ავთვისებიან სიმსივნეებში ყველაზე მორჩილი მომივლინა. იცით, ზოგი ცხრა მთას გადადის და არაფერი მოსდის, პაპა მეუბნებოდა ხოლმე, შვილო, - გუბეში იხრჩობა კაციო. ასე რომ, ვერ გაიგებ, რა დაგაზიანებს სასიკვდილოდ. რაღაც ნიშანს ველოდი, იმ ნიშანს, რომ უნდა განმეცადა ტკივილი და უცბად, უფალმა საკუთარი ბრძოლის ველი გამიჩინა.
პირველად როდესაც გავიგე - მითხრეს, რომ გიორგი გამობრძანდი, არ გაქვთ კარგად საქმე. ერთ-ერთი ბატონი მოვიდა. მიხსნიდა ჩემს დაავადებას ეს თურქეთში მოხდა.
12 კვანძი ამოიღეს და რვა კვანძი აღმოჩნდა ავთვისებიანი. როდესაც მიხსნიდნენ, რა პროცესები შეიძლება წავიდეს, ექიმს ვეუბნები, კითხვა მაქვს თქვენთან და ის ძალიან მოთმინებით ელოდება ჩემს კითხვას. ვკითხე, - "წვერს ხომ არ გამპარსავთ ოპერაციის დროს?"
მიპასუხა, ალბათ, შენ ეს კითხვა რომ არ დაგესვა უთუოდ გაგპარსავდითო, მაგრამ რადგანაც მნიშვნელოვანი ატრიბუტია არ გაგპარსავთო", - ამბობს გიორგი გილიგაშვილი. გადაცემის საშუალებით მან ყველა იმ ადამიანს მადლობა გადაუხადა, ვინც მის მდგომარეობაზე დარდობდა:
"მე სულ მსურდა გამოვსულიყავი და მეთქვა, ლეგენდარულად ვარ, ხალხო, არაფერი მიჭირს, ჩემზე მაგარი ბიჭები 33 წლამდე ეახლნენ უფალს", - ამბობს გილიგაშვილი.