
8 წლის დათის დედამ, ქრისტინე მამუკაშვილმა სოციალურ ქსელში დათისთან დაკავშირებით პოსტი გამოაქვეყნა:
„დათი გუშინ მთელი დღე ითხოვდა, ფეხი გამისწორეო, მარჯვენა ფეხიო…რამდენჯერმე მივედი და გავუსწორე ის ერთი ცალი, რაც დაგვრჩა. მიკონკრეტებს, ეგ არა, მეორეო. არ ვიცი, რა გავაკეთო… რა ვუპასუხო… როგორ ავუხსნა, რომ მეორე ფეხი აღარ აქვს, რომ წელამდეა გადაჭრილი ჩემი პატარა, ნახევარი ბავშვი მიწევს საწოლზე და გული მისკდება, რომ ვუყურებ”.