
სალომე გოგიაშვილმა ჟურნალ „თბილისელებთან“ საკუთარი ვაჟების ცხოვრებაში ჩარევის შესახებ ისაუბრა. მან თქვა რომ ამას არ აპირებს.
„ჩემთვის მთავარია, ის იყოს ბედნიერი. მე მომეწონება თუ არა მისი არჩევანი, ამას ნაკლები მნიშვნელობა აქვს. ნათქვამი მაქვს ბავშვებისთვის, რომ მე ბიჭების ცხოვრებაში არ ვერევი, მაგრამ მაშოს ცხოვრებაში აუცილებლად ჩავერევი, იმიტომ, რომ გოგოა და მე ვიცი, რამდენად ადვილია ქალის მოტყუება, თუმცა კაცს რომ დედა აგირჩევს ცოლს, ეს ჩემთვის ძალიან მიუღებელია…“