
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ეკა ხერხეულიძე სოციალურ ქსელში ახალ ფოტოს აქვეყნებს, სადაც მიხეილ სააკაშვილის და სოფო ნიჟარაძის ქალიშვილი ელის-მარია მამის ფოტოს ტელევიზორში უყურებს.
ელის-მარია სოფო ნიჟარაძისა და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საერთო შვილია.მომღერალი შვილის მამის ვინაობას დიდი ხნის განმავლობაში მალავდა,თუმცა, ჭორები მისი და მიხეილ სააკაშვილის რომანის შესახებ მაინც გავრცელდა.
მოგვიანებით, ერთ-ერთ საახალწლო კონცერტზე, სოფომ ელის-მარია საზოგადოებას წარუდგინა. ამის პარალელურად კი ციხიდან მიხეილ სააკაშვილმა განცხადება გააკეთა,სადაც დაადასტურა, რომ ელის-მარია მისი შვილია.