
სუმის რეგიონში მშვიდობიანი უიარაღო მოქალაქის მოკვლისთვის პირველად რუსი სამხედრო სასამართლოს წინაშე წარსდგება.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ამ 21 წლის რუსმა სამხედრომ
2022 წლის 28 თებერვალს სუმის რაიონის სოფელ ჩუპახივკაში უიარაღო მკვიდრი მოკლა, რომელიც გზის პირას ველოსიპედით მიდიოდა.
ეჭვმიტანილი ამჟამად დაკავებულია. პროკურორებმა და გამომძიებლებმა შეაგროვეს საკმარისი მტკიცებულება მისი მონაწილეობის შესახებ ომის კანონებისა და ჩვეულებების დარღვევაში განზრახ მკვლელობისთვის.
როგორც ინფორმაციაში ვკითხულობთ, მას 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ან უვადო პატიმრობა ემუქრება.