
40 წლის პოპ ვარსკვლავის,ბრიტნი სპირსის საქმრომ, 28წლის სემ ასგარმა თაყვანისმცემლებს გაუმხილა რომ დიდი დღის თარიღი უკვე დანიშნულია. თუმცა, საზოგადოებისთვის წყვილს ქორწინების ზუსტი თარიღი ჯერ არ უთქვამს.
სპირსი, რომელიც მესამე შვილზეა ორსულად, სოციალურ ქსელში ასგარი თავის „ქმრად“ მოიხსენია,
რის გამოც თაყვანისმცემლები ფიქრობდნენ რომ შესაძლოა წყვილი ფარულად დაქორწინდა.
თუმცა, ეს არ დასტურდებოდა.
ასგარმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ფოტო, სადაც წყვილი ერთმანეთს კოცნის, ბრიტნი სპირსს კი წინა
პლანზე თითი აქვს აწეული, სადაც ნიშნობის ბეჭედი საკმაოდ კარგად ჩანს.
ასგარმა ინსტაგრამზე დაწერა რომ ამ დიდი დღის თარიღს წინასწარ ვერავინ გაიგებს.
სპირსი და სემ ასგარი 2016 წლიდან ხვდებიან ერთმანეთს.
პოპ ვარსკვლავმა ჯერ კიდევ ნოემბერში განაცხადა, რომ კაბის შექმნას დონატელა ვერსაჩეს მიანდობდა. მას
შემდეგ, 67 წლის ვერსაჩე უკვე რამდენჯერმე შენიშნეს ბრიტნის სახლში ვიზიტისას.
წყარო:news.sky.com