"იმათ, ვი­საც უჭირთ, შენ ისევ სჭირ­დე­ბი. ეს ად­გი­ლი შენ თვი­თონ მო­ი­პო­ვე ცხოვ­რე­ბა­ში, კაც­თა შო­რის"- ლანა ღოღობერიძე ნიკოლოზ წულუკიძეს

Image

რე­ჟი­სო­რი ლანა ღო­ღო­ბე­რი­ძე ნი­კო­ლოზ წუ­ლუ­კი­ძეს პა­ტა­რა კი­ტას გარ­დაც­ვა­ლე­ბის გამო სამ­ძი­მარს უცხა­დებს და სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში  პოსტს  აქ­ვეყ­ნებს: 

"ჩემო ნიკა, თბი­ლის­ში არ ვარ და ამი­ტომ ვერ გნა­ხე. მინ­და რო­გორ­ღაც გი­თხრა, რომ შენს გვერ­დით ვარ, მაგ­რამ სი­ტყვებს ვერ ვპო­უ­ლობ.

შენ ისე­თი რამ და­გე­მარ­თა, რაც ბუ­ნე­ბის კა­ნო­ნებს ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა - ადა­მი­ან­მა შვი­ლი არ უნდა და­ი­ტი­როს. ამი­ტომ ამ დროს ნუ­გე­შის სი­ტყვე­ბიც არ არ­სე­ბობს.და მა­ინც ვცდი­ლობ მოვ­ძებ­ნო რა­ღაც, რაც შე­მიძ­ლია გი­თხრა...

ალ­ბათ უბ­რა­ლოდ იმის­თვის, რომ ჩემი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა გა­მოვ­ხა­ტო შენ მი­მართ, იქ­ნებ ეს იყოს სით­ბოს ერთი წვე­თი შენს უსას­რუ­ლო სა­სო­წარ­კვე­თა­ში. შენ ისე­თი ახალ­გაზ­რდა ხარ და იმ­დე­ნი ადა­მი­ა­ნია გარ­შე­მო, ვი­საც ნამ­დვი­ლად სჭირ­დე­ბი. მარ­ტო ახ­ლობ­ლებს არ ვგუ­ლის­ხმობ.

მე ჩემი თვა­ლით მი­ნა­ხავს ისი­ნი, ვი­საც შენ ასა­კით თუ უმ­წე­ო­ბით მოგ­ვრი­ლი მარ­ტო­ო­ბის გან­ცდა შე­უმ­სუ­ბუ­ქე. თა­ნაც მა­შინ, როცა ამას თით­ქოს არა­ფე­რი არ გა­ვალ­დე­ბუ­ლებ­და შენი ბუ­ნებ­რი­ვი მო­თხოვ­ნი­ლე­ბის გარ­და. ჰოდა, ცხოვ­რე­ბა გრძელ­დე­ბა, და იმათ, ვი­საც უჭირს, შენ ისევ სჭირ­დე­ბი. ეს ად­გი­ლი შენ თვი­თონ მო­ი­პო­ვე ცხოვ­რე­ბა­ში, კაც­თა შო­რის. შენი გახ­სნი­ლო­ბა, სხვი­სი ტკი­ვი­ლის გა­გე­ბის უნა­რი, შენი გულ­წრფე­ლო­ბა, შენი იმე­დი­ა­ნი ღი­მი­ლი...ეს ყვე­ლა­ფე­რი ისე­თი იშ­ვი­ა­თო­ბაა დღეს და ისე გვჭირ­დე­ბა ყვე­ლას, ყვე­ლას!

იმა­საც კი, ვი­საც ეს გა­აზ­რე­ბუ­ლიც არა აქვს. ვინც თვი­თონ არის გა­ბო­რო­ტე­ბუ­ლი და გარ­შე­მო ყვე­ლა მტრად მი­აჩ­ნია.ვწერ­დი ამ წე­რილს და ყო­ვე­ლი სი­ტყვა ისე უსუ­სუ­რად მეჩ­ვე­ნე­ბო­და... იმ ტკი­ვილ­თან შე­და­რე­ბით, რა­საც შენ და შენი ოჯა­ხი გა­ნიც­დით. და მა­ინც, გულ­წრფელ სი­ტყვას ყო­ველ­თვის აქვს აზრი. მას შე­უძ­ლია და­გა­ნა­ხოს შენი გან­ცდა სა­ერ­თო კონ­ტექ­სტში. ეს კონ­ტექ­სტი კი გუ­ლის­ხმობს, რომ ცხოვ­რე­ბა ხში­რად არის უსა­მარ­თლო და უაზ­როდ ულ­მო­ბე­ლი.და მე მინ­და გა­მოვ­ხა­ტო ჩემი რწმე­ნა, რომ შენ­ნა­ირ ადა­მი­ანს ეს გა­უ­საძ­ლი­სი უსა­მარ­თლო­ბაც ვერ დათ­რგუ­ნავს.

შენ ვერ ჩა­ი­კე­ტე­ბი სა­კუ­თარ ტკი­ვილ­ში, სა­კუ­თარ თავ­ში. და პი­რი­ქით, ეს მარ­თლაც უსას­რუ­ლო ტან­ჯვა კი­დევ უფრო გა­აღ­რმა­ვებს შენს თა­ნაგ­რძნო­ბას ადა­მი­ან­თა მი­მართ.ჩემო ნიკა, მი­გუ­ლე შენს გვერ­დით" - წერს ლანა ღო­ღო­ბე­რი­ძე.

რამ­დე­ნი­მე დღის წინ, ტე­ლე­წამ­ყვა­ნის ნი­კო­ლოზ წუ­ლუ­კი­ძის ოჯახ­ში უდი­დე­სი ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და. მისი 2 წლის შვი­ლი მეათე სართულიდან  გა­და­ვარ­და და და­ი­ღუ­პა.

 

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

საახალწლო ფილმების TOP 5 - ეული, რომლებიც სადღესასწაულო განწყობას შეგიქმნით

2021-12-15 17:30
დეკემბრის თვე დადგა და შესაბამისად ახალ წელს ვუახლოვდებით. ეს კი იმას ნიშნავს, რომ საახალწლო...

რომელი ქართველი ვარსკვლავის შვილია გოგონა, რომელიც ჰოლივუდის მსახიობ - ენ ჰეთეუეის ძალიან ჰგავს

2021-12-06 13:43
ბოლო დროს, ტაბლოიდები აქტიურად ალაპარაკდნენ მომღერალ, ნინო ჩხეიძის ქალიშვილის - მარიამისა და...

"საქართველოს მოსახლეობის 60% უკვე კოვიდგადატანილია" - გიორგი ფხაკაძე საგანგაშო კვლევის შესახებ საუბრობს

2021-11-15 15:22
ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში საგანგაშო კვლევის შესახებ საუბრობს და...

"მოითხოვეთ პირდაპირი ეთერი" - ნანუკა ჟორჟოლიანი მმართველი პარტიის მხარდამჭერებს მიმართავს

2021-11-15 15:01
ჟურნალისტი, ნანუკა ჟორჟოლიანი მხარდაჭერას უცხადებს მიხეილ სააკაშვილს და სოციალურ ქსელშიც აქტიურად...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

helper DB function reports no errors

უნდა მოიხსნას თუ არა, პირბადის ტარების რეგულაცია საზოგადოებრივ ტრანსპორტში?