
9 მაისს, 16:00 საათზე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გლდანის საფეხბურთო ცენტრში, მოყვარულთა ლიგის ჩემპიონი ,, ბასიანი “ დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასზე ,,ვარკეთილი 2-ს დაუპირისპირდება.
ქართული ფეხბურთის ისტორიაში ეს უნიკალური მოვლენაა, რადგან „ბასიანი“ მოყვარულთა ლიგის პირველი სამოყვარულო საფეხბურთო კლუბია, რომელიც დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასზე თამაშობს.
აღსანიშნავია, რომ მოყვარულთა ლიგა 2021-ის ჩემპიონი თბილისის ”ბასიანი” 2022 წელს აზერბაიჯანშიც გაემგზავრება, სადაც მონაწილეობას UEFA Regions Cup-ზე მიიღებს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშება 1990 წლიდან ტარდება და ეროვნული ჩემპიონატის დაარსების დღიდან ჩემპიონატის პარალელურად იმართება. დასწრება თავისუფალია.
https://www.facebook.com/GeorgianAmateurLeague
https://www.gafa.ge/geo/home?fbclid=IwAR3Tn-YZGLujV2AWmu7aunOgJz7C_dycS5d7JOjIPkUENW1LnQ_k4oPbc1Y