
ხუთშაბათს რადიო „დარდიმანდსა“ და „აფხაზეთის ხმაზე“, ტელევიზიებში „დარდიმანდსა“ და „აფხაზეთისხმაზე და რადიოსადგურების ფეისბუქ გვერდზე გავიდა ნინო ჩხეიძის საავტორო გადაცემა „სტუმრად ნინოსთან“
გადაცემის პირველ ნაწილში ნინოს სტუმრად ჰყავდა მომღერალი დავით არჩვაძე, 2სიმღერის პრემიერით.
სამწუხაროდ, მომღერალმა გადაცემაში მოსვლა ვერ მოახერხა და გადაცემას ბორჯომის ხეობიდან ჩაერთო.
როგორც დათომ გადაცემის დასაწყისში თქვა, პანდემიის დასაწყისში ოჯახთან ერთად ბორჯომში ბუნებასა და ჰაერზე წავიდა და ძირითად დროს იქ ატარებს.
„გვინდოდა აგვერიდებინა კოვიდი, თუმცა მაინც შეგვხვდა ომიკრონი.“
მომღერალმა საკუთარ სტუდიაზეც ისაუბრა და აღნიშნა რომ ნებისმიერი ასაკის მსურველს შეუძლია მივიდეს მასთან.
დათო არჩვაძემ გადაცემაში მოიტანა უკრაინული სიმღერა, რომელიც არის ფილმ „ვიწრო ხიდის"
მთავარი საუნდრეკი და იგი ჩაწერა უკრაინელ იულია ანდღულაძესთან ერთად.
„ჩვენი დუეტის ჩაწერა მოხდა პანდემიის დროს. როდესაც ფილმი „ვიწრო ხიდი“ იქმნებოდა, მაშინ ჩავწერეთ. პანდემიისგამო მთელი მსოფლიო, ყველაფერი ჩაკეტილი იყო, ცალცალკე მივედით მე და იულია და ფაქტიურად ასე დისტანციურად ჩაიწერა ეს სიმღერა.“
მომღერალმა მადლობა გადაუხადა სიმღერის კომპოზიტორს, ქალბატონ იზა ლილუაშვილს და ასევე, პაპუნა დავითაიას.