
ფრედრიკ ბეგბედერი უკვე საქართველოშია.
დღეს მწერალი საზოგადოებრივ არხზე გიორგი კეკელიძესთან და დავით გორგილაძესთან იყო სტუმრად.
როგორც მწერალმა ინტერვიუში აღნიშნა, ძალიან რთული დროა ახლა მსოფლიოში.
„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ დავბრუნდი თქვენს ქვეყანაში. განსაკუთრებით აპოკალიფსის დღეებში. ჩვენ არ ვიცით, 10 წუთის შემდეგ ცოცხლები ვიქნებით თუ არა, უნდა ვისიამოვნოთ ყოველი წამით და საუკეთესო გზა წინააღმდეგობის თავისუფალი სიცოცხლის გაგრძელებაა. ეს გახლავთ ერთადერთი გზა, უარი ვუთხრათ სამყაროს დასასრულს, გავაგრძელოთ ისე ცხოვრება, თითქოს ყველაფერი ნორმალურად არის, დემოკრატია და თავისუფლება არის სიცოცხლის გზა. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ სიცოცხლე, ვილაპარაკოთ ლიტერატურაზე, ჩემი სამუშაოა აღვწერო მსოფლიო და რაც უფრო გიჟდება მსოფლიო, მით მეტი სამუშაო მაქვს მე…“-გნაცხადა ფრედრიკ ბეგბედერმა