
ხუთშაბათს რადიო „დარდიმანდსა“ და „აფხაზეთის ხმაზე“, ტელევიზიებში „დარდიმანდსა“ და „აფხაზეთისხმაზე და რადიოსადგურების ფეისბუქ გვერდზე გავიდა ნინო ჩხეიძის საავტორო გადაცემა „სტუმრად ნინოსთან“
გადაცემაში შედგა ანსანბლ „ბრავო მეტეხის“ ახალი სიმღერის და კლიპის პრემიერა, რომლის სახელია „ქუთაისო“
„სიმღერა დაწერა ჩვენმა კომპოზიტორმა და სოლისტმა გიორგი რუხაძემ. იგი ძალიან დიდი ხნის წინ დაიწერა და მისი ოცნება იყო რომ გაგვეკეთებინა ეს სიმღერა. საბედნიეროდ შედგა ეს დღე, ჩავწერეთ სიმღერა,არ გვინდოდა უბრალო სურათით გამოგვეშვა და კლიპიც გადავიღეთ შეძლებისდაგვარად..“
ჯგუფმა გადაცემაში ისაუბრა სამომავლო გეგმებზე.
„დაგეგმარების პროცესში ვართ. გვინდა ევროპაში ჩავიდეთ. იტალიაში და საბერძნეთში. ასევე, ძალიან დიდი სურვილი გვაქვს რომ ჩავიდეთ ამერიკაში.
როგორც ანსანბლმა გადაცემაში თქვა, ძალიან ეხმარებიან თანამემამულეები, რომლებიც ამერიკაში არიან და ამისთვის ძალიან დიდი მადლობა გადაუხადეს მათ.
„ბრავო მეტეხს“ ასევე დაგეგმილი აქვს კონცერტი საქართველოში, დაახლოებით აგვისტოში.
ჯგუფმა სრულიად საქართველოს და განსაკუთრებით ქუთაისელებს მიულოცეს „ქუთაისობა“
„ყველას ვულოცავთ და ვეფერებით ჩვენი სიმღერით“