
ხუთშაბათს რადიო „დარდიმანდსა“ და „აფხაზეთის ხმაზე“, ტელევიზიებში „დარდიმანდსა“ და „აფხაზეთისხმაზე და რადიოსადგურების ფეისბუქ გვერდზე გავიდა ნინო ჩხეიძის საავტორო გადაცემა „სტუმრად ნინოსთან“
გადაცემის პირველ ნაწილში ნინოს სტუმრები იყვნენ ტელეწამყვანი სალომე გოგიაშვილი და მომღერალი ნოა ყანდიაშვილი.
ნოა „რუსთავი2-ის“ პროექტ „დიდი სცენის“ გამარჯვებულია.
სალომემ და ნოამ გადაცემაში 2 ახალი ახალი სიმღერა, ნატო გელაშვილის „თეთრ კლავიშებს“ და ნოა ყანდიაშვილის „იასამანი“ მოიტანეს, რომლებიც რადიო „აფხაზეთის ხმის“ ექსკლუზივი იქნება.
სტუმრებმა ისაუბრეს თუ როგორ გაიცნეს ერთმანეთი და შემდეგ როგორ შეიქმნა სიმღერა.
„ტიკტოკზე“ სხვების თვალიერებაში აღმოვაჩინე ნოა, რომლის ხმამაც ძალიან დამაინტერესა. შემდეგ მივწერე, პირდაპირ ჩემზე მომერიდა და ვკითხე ბავშვებს თუ ამზადებდა,როდესაც მითხრა რომ კიი, ამზადებდა, შემდეგ გამოვუტყდი რომ მე მინდოდა სწავლა.“-ამბობს სალომე
როგორც ნოამ თქვა, თავიდანვე მიხვდა რომ თავისთვის ჰკითხა სალომემ.
„ძალიან დიდი პასუხისმგებლობა იყო ჩემთვის.ძალიან გამიხარდა რომ მენდო და აქამდე მოვედით,დღეს შენი სტუმრები ვართ.“-ამბობს ნოა
მათი თქმით, დასაწყისში აქტიური რეპეტიციები ჰქონდათ ვოკალში. შემდეგ აარჩიეს ნატო გელაშვილის სიმღერა და დაიწყეს ჩაწერა.
„ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ნატო ტგელაშვილს რომ არსებეობს და ქმნის ასეთ შედევრებს“-ამბობს ნოა
ნოამ ასევე ისაუბრა საკუთარ სიმღერაზე, რომლის სახელია „იასამნები“
„დაახლოებით ერთი წლის წინ დაიწერა და სიმართლე რომ გითხრათ,სხვისთვის დავწერე, მაგრამ როცა სეზონი მოვიდა იასამნების, რაღაცნაირად დამიბრუნდა ეს სიმრერა და გავაკეთე მისი ქართულ-ფრანგული ვერსია.“ როგორც მომღერალმა აღნიშნა ეს არის მისი პირველი სიმღერა, რომელიც 10 წუთში დაწერა.