-
2022-04-28 18:44
ხუთშაბათს რადიო „დარდიმანდსა“ და „აფხაზეთის ხმაზე“, ტელევიზიებში „დარდიმანდსა“ და „აფხაზეთისხმაზე და რადიოსადგურების ფეისბუქ გვერდზე გავიდა ნინო ჩხეიძის საავტორო გადაცემა „სტუმრად ნინოსთან“
გადაცემის მესამე ნაწილში ნინოს სტუმარი იყო მსახიობი პაატა გულიაშვილი თავისი ორი სიმღერის პრემიერით.
როგორც პაატამ თქვა, მისი კახელი გმირი ძალიან უყვარს მაყურებელს და მსმენელს, რისთვისაც მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, სწორედ ამან განაპირობა ახალი სიმღერის ჩაწერა.
„ერთერთ არხზე მქონდა გადაცემა „ანეგდოტების შოუ“,გადაცემის გუნდმა გადაწყვიტა რომ კახელს ემღერა თავის კუთხეზე. ვიდეომ ძალიან დიდი სიყვარული დაიმსახურა და შემდეგ გაჩნდა იდეა რომ გვემღერა სხვა კუთხეებზეც.
შემდეგ ჩავწერეთ ქუთაისზე და როდესაც იქ ვიღებდით კლიპს, ქუთაისელები გაოგნებულები გვიყურებდნენ კახელი კაცი ქუთაისზე რომ მღეროდა. ესეც ძალიან შეიყვარა მაყურებელმა. თუმცა, აქ გავჩერდით. რადგან ამ ეტაპზე ეს სატელევიზიო გადაცემა დაიხურა. როგორც მსახიობმა თქვა, ამ ეტაპზე ისევ იმ არხზეა, თუმცა აღარ აქვს გადაცემა.
„გული მტკივა, მაგრამ ხდებახოლმე ასე“-ამბობს პაატა
„აღნიშნული ორი პროექტი ღირდა ამ გადაცემად.“
მსახიობი იმედს იტოვებს რომ სხვა კუთხეების წარდგენის საშუალებაც მიეცემა.
„სიმღერის ტექსტზე კომედის ბიჭებმა იმუშავეს და ნამდვილად შეეესაბამება დღევანდელ რელობას.“
პაატამ ასევე ისაუბრა მის სამზადისზე თეატრის სფეროში და გაამხილა რომ პრემიერისთვის ემზადება,რომელიც იქნება თელავის თეატრში 20-21ივნისს.
დამშვიდობებისას კი რადიოს მსმენელს და სრულიად საქართველოს სიყვარულისკენ მოუწოდა :„ერთმანეთთან ვიყოთ სულ სიყვარულში,იმ ამბავში, რასაც ყოველი დღის გათენება ქვია.გვიყვარდეს ერთმანეთი.“