-
2022-04-28 16:51
კომპოზიტორმა მაია კაჭკაჭიშვილმა სოციალურ ქსელში კუჭის სამკურნალო მედიკამენტებთან დაკავშირებით პოსტი გამოაქვეყნა.
პოსტში იგი კუჭის სამკურნალო მედიკამენტების უარყოფით შედეგზე საუბრობს.
,,ახლა გავიგე, რომ კუჭის დამცავების გამო ორგანიზმი ვერ იღებს ვერანაირ ვიტამინს, კალცს, მაგნიუმს. მაქსიმუმ 2 თვეზე მეტი არ შეიძლება არანაირად!!!
მე კიდევ, რაც კუჭის ოპერაცია გავიკეთე, 4 წელია ვსვამ ,,ნექსიუმს” ყველაზე ძლიერს და მიკვირს, თუ რატომ ჩავვარდი ლოგინად და რატომ მიჭირს მოძრაობა და ადგომისას 20 წამი გონება რატომ მიმდის თავბრუსხვევისგან, მაგრამ, სამწუხაროდ, ახლა გავიგე გიორგი ღოღობერიძის ლაივისგან”.