
„ხალხო, იცოდეთ, რომ კაცს ყოველთვის ენერგია იზიდავს და არა პლასტიკა-ბოტოქსით დაუთოვებული სახე. ის ენერგიით იკვებება, ხოლო ფაიფურის სახეს დიდი-დიდი, ერთი საათი უყუროს…
როგორც პეპლები სინათლეზე, ისე მოდიან კაცები ქალის ენერგიაზე…"- ამბობს ნუცა შანშიაშვილი ჟურნალ "გზასთან" ინტერვიუში.
როგორც ნუცა ამბობს, არ უყვარს დასიებული სახეს. მისი თქმით, როდესაც ადამიანი ბევრ ბოტოქსსა და ინიექციებს იკეთებს, ნოჭი ივსება, მაგრამ სახეც სივდება და სათამაშოს ემსგავსება.
"ხშირი ინიექციებით აზარტში შედიან და ვეღარ ჩერდებიან. როდესაც ადამიანი ბევრ ბოტოქსსა და ინიექციებს იკეთებს, ნაოჭი იავსება, მაგრამ სახეც სივდება და სათამაშოს ემსგავსები. თუ კანი დეფორმირდება, ზედმეტ გადაბოტოქსებულ და გადაფილერებულ სახეს მირჩევნია პლასტიკური ჩარევა."