-
2022-04-27 18:43
გაზაფხულის სეზონის დაწყება ბევრისთვის შემაწუხებელ, აუტანელ ალერგიასთან არის დაკავშირებული.
და მაინც, რა არის ალერგია?!
ალერგია არის დაავადება, რომელიც სპეციალისტთა თქმით, განსაკუთრებით გაზაფხულზე მწვავდება.
იმუნური სისტემა შეცდომით მტვერს საფრთხედ აღიქვამს და ანტისხეულების გამოყოფას იწყებს, რომლებიც ალერგენებს თავს ესხმიან. ეს იწვევს სისხლში ჰისტამინების ქიმიკატების გამოყოფას. ჰისტამინები კი, თავის მხრივ, იწვევენ სურდოს, თვალების ქავილსა და სხვა ტიპის სიმპტომებს.
გაზაფხულთან დაკავშირებულ ალერგიებს მკვეთრად გამოხატული, თუმცა, ამავდროულად, დამაბნეველი სიმპტომები აქვთ. ქვემოთ მოცემულია მისთვის დამახასიათებელი, ყველაზე გავრცელებული 7 სიმპტომი, რომელიც ალერგიის ამოცნობაში დაგეხმარებათ:
ცემინება - გაზაფხულზე გარეთ ყოფნისას ხუთ წუთიც არ გადის ისე, რომ არ დააცემინოთ.
ხველა ან ყელის ტკივილი - საგაზაფხულო ალერგიას ხშირად თან ცხვირში ლორწოს დაგროვება და ყელში გადასვლა ახლავს, რაც შემდეგ ხველასა და ყელის გაღიზიანებას იწვევს.
წყლიანი თვალები და ქავილი - ალერგიას ხშირად თან ახლავს შეშუპება და ანთება თვალებში, რაც შემდეგ თვალების აწყლიანებასა და ქავილს იწვევს.
თავის ტკივილი - ალერგიის მქონე ადამიანები ხშირად იტანჯებიან ამ სიმპტომით.
გამომშრალი კანი და ქავილი - თუ გაზაფხულზე თქვენი კანი ძალიან მშრალია და ქავილის შეგრძნებაც გაწუხებთ, ეს შეიძლება გამოწვეული იყოს კანის გამონაყარით, რომელსაც ატოპიური დერმატიტი ეწოდება, იგივე - ეგზემა. ის ვითარდება მაშინ, როდესაც ალერგენი კანში ანთებას და გაღიზიანებას იწვევს.
ასთმის სიმპტომები - როდესაც თქვენ რაიმე ალერგენს სუნთქავთ, იმუნური სისტემა ანტისხეულების გამოთავისუფლებით რეაგირებს დეგად - სუნთქვა რთულდება.
ალერგიის თავიდან ასარიდებლად ან მის მარტივად გადასატანად არსებობს რამდენიმე ნაცადი ხერხი:
- შეამოწმოთ მტვრის რაოდენობა ადგილობრივად და შეზღუდოთ დრო გარეთ, როდესაც მტვრის დონე მაღალია;
- თუკი კერძო ბაღი გაქვთ, აუცილებლად დაბალზე შეუნარჩუნეთ ბალახს სიგრძე;
- დახურეთ ყველა ფანჯარა, თუკი ეს შესაძლებელია და გამოიყენეთ ალერგიის საწინააღმდეგო ფილტრები კონდიციონერებზე;
- დაიბანეთ თმა ყოველდღიურად მტვრის მოსაშორებლად;
- გარეცხეთ თეთრეული კვირაში ერთხელ;
- სახლში მისვლისას მყისვე გამოიცვალეთ და გარეცხეთ სამოსი;
- ფეხსაცმელი სახლში შესვლამდე გაიხადეთ;
- ატარეთ ქუდები და სათვალეები გარეთ ყოფნისას, რათა მტვრის თვალებსა და თმაში მოხვედრა შეზღუდოთ;
- კვირაში ერთხელ მაინც გამოიყენეთ სახლში მტვერსასრუტი.