
21-ე საუკუნეში ჯანსაღი კვება და ჭარბწონიანობასთან ბრძოლა ადამიანების ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა.
სხვადასხვა მიზეზების გამო ადამიანები ვერ ახერხებენ დიეტის დაცვას.
შედეგად დგება პრობლემა- ჭარბწონიანობა, რომელიც სიმსუქნის გარდა, სხვადასხვა დაავადებებსაც იწვევს.
ბოლო დროს ბევრს საუბრობენ კვერცხის დიეტაზე რომელიც ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი საშუალებაა მოკლე დროში ზედმეტი კილოგრამების მოსაცილებლად.
თუ ფორმაში სწრაფად ჩადგომა გსურთ და დრო არ გაქვთ დაიცვათ გრძელვადიანი დიეტები, მაშინ ეს რეცეპტი თქვენთვის არის.
3 დღიანი დიეტა დაგეხმარებათ დაიკლოთ 3 კილოგრამი 3 დღეში.
გაითვალისწინეთ, რომ დიეტის პერიოდში აუცილებელია შეამციროთ ან საერთოდ ამოიღოთ რაციონიდან მარილი, შაქარი, სწრაფი კვების პროდუქტები, ცხიმიანი და შემწვარი საკვები.
პირველი დღე
დილით – 2 ცალი მოხარშული კვერცხი, 2 ცალი პომიდორი და 1 ფინჯანი მწვანე ჩაი.
შუადღეს – 2 ცალი კვერცის ცილა, 120 გრ მოხარშული თევზი და 1 ფინჯანი მწვანე ჩაი.
საღამოს – მოთუშული სტაფილო, ბროკოლი, ბარდა და 1 ფინჯანი მწვანე ჩაი.
მეორე დღე
დილით – 2 ცალი მოხარშული კვერცხი, 1 ცალი ბანანი და 1 ფინჯანი მწვანე ჩაი.
შუადღეს – 2 ცალი კვერცხის ცილა, 120 გრ მოხარშული ქათამი (კანგაცლილი) და 1 ფინჯანი მწვანე ჩაი.
საღამოს – 1 ცალი ორცხობილა, 120 გრ ნაღების ყველი და 1 ფინჯანი ნაკლებცხიმიანი რძე უშაქროდ.
მესამე დღე
დილით – 2 ცალი კვერცხი და 1 ფინჯანი პომიდვრის წვენი.
შუადღეს – 2 ცალი კვერცხის ცილა, 120 გრ მოხარშული საქონლის ხორცი და 1 ფინჯანი მწვანე ჩაი.
საღამოს – 2 ცალი შემწვარი კარტოფილი, სალათის ფოთოლი და 1 ფინჯანი მწვანე ჩაი.