
ხუთშაბათს რადიო „დარდიმანდსა“ და „აფხაზეთის ხმაზე“, ტელევიზიებში „დარდიმანდსა“ და „აფხაზეთისხმაზე და რადიოსადგურების ფეისბუქ გვერდზე გავიდა ნინო ჩხეიძის საავტორო გადაცემა „სტუმრად ნინოსთან“
გადაცემის პირველ ნაწილში ნინოს სტუმარი იყო „დუეტი ჯორჯია“
შვიდ წლიანი პაუზის შემდეგ, აქტიურად დაიწყო მუშაობა „ დუეტმა ჯორჯიამ“
მათ ახალი სიმღერა ჩაწერეს, რომლის ავტორი თავად რატი დურგლიშვილია.
„გადავწყვითეთ რომ ახალი სიმღერები ჩაგვეწერა და ძველი რეპერტუარით არ დავბრუნებოდით მსმენელს. ახალი სიმღერა ჩავწერეთ, რომელიც არის რატისი.
იურმალაშიც მესამე დღეს რატის სიმღერა ვიმღერეთ და ყველაზე მარალი ქულები სწორედ ამ სიმღერამ დაიმსახურა. ძალიან მიყვარს რატის სიმღერები.უბრალოდ მას არ უყვარს ხმამაღლა თქმა და ამიტომაც, ყოველთვის მე ვახმოვანებ ამას“-თქვა მაკამ
თავად რატის თქმით, ყველაზე სასიამოვნო მისთვის ის ფაქტია რომ ამ სიმღერამ მუსიკოსების აღიარება დაიმსახურა.
„ სიმღერის ამგვარი შეფასება ყველაზე მეტად დასაფასებელია, რადგან როგორც ჩანს ის ენერგია რომელიც მასში იყო ჩადებული,იგრძნო მუსიკალური სამყაროს წარმომადგენელმა.“-ამბობს რატი
როგორც რატი ამბობს ის და მამამისი ვერ თანხმდებოდნენ სიმღერის რეპერტუარზე. „ მას ქართული სიმღერები მოსწონდა, მე ევროპული ჟღერადობა მომწონდა ძალიან. როგორც კი კომპიუტერები შემოვიდა, მამამ სტუდია მაჩუქა. უამრავი სიმღერა გვაქვა იმ სტუდიაში ჩაწერილი, არანჟირებებს ვაკეთებდი,და საბოლოოდ დიდი პრაქტიკაც მივიღე ამ მხრივ:- ამბობს რატი.
როგორც დუეტმა თქვა გადაცემაში, 26 მაისს დაგეგმილი აქვთ კონცერტი ადიგენში, ბენდთან ერთად.
ამასთან ერთად, რატიმ და მაკამ „დუეტი ჯორჯიას“ სიახლეებზეც ისაუბრეს.
„ მაკამ ჩვენი საყვარელი მეგობრის, რუსა მორჩილაძის სოლო სიმღერა ჩაწერა. ასევე, მალე გამოვა ჩემი სოლო სიმღერაც რომელზეც ნიკა ნიკვაშვილმა იმუშავა. შემდეგ კი უკვე ჩვენი დუეტებიც გამოვა.
გადაცემაში „სტუმრად ნინოსთან“ რატიმ და მაკამ მოიტანეს ახალი სიმღერა რომლის სახელია „მუსიკა იმედია“
ტექსტის ავტორები არიან რატი და სალომე(მაკას შვილი), არანჟირების ავტორი არის რატი. ასევე სიმღერაზე მუსაობდნენ დიტო საკანდელიძე და უჩა მეტრეველი. შემდეგ კი ეს სიმღერა ჩავწერეთ გელა გნოლიძესთან ერთად. რომელიც სამწუხაროდ ვერ ჩაერთო გადაცემაში.
რადიოსადგურებში „დარდიმანდსა“ და „აფხაზეთის ხმაზე“ დღეიდან იქნება „დუეტი ჯორჯიას“ შესრულებით ნამღერი „მუსიკა იმედია“
რომელიც არის რადიო „აფხაზეთის ხმის“ და „რადიო დარდიმანდის“ ექსკლუზივი.