
ხუთშაბათს რადიო „დარდიმანდსა“ და „აფხაზეთის ხმაზე“, ტელევიზიებში „დარდიმანდსა“ და „აფხაზეთისხმაზე და რადიოსადგურების ფეისბუქ გვერდზე გავიდა ნინო ჩხეიძის საავტორო გადაცემა „სტუმრად ნინოსთან“
გადაცემის პირველ ნაწილში ნინოს სტუმარი იყო მომღერალი და ტელეწამყვანი ზურა ხაჩიძე.
მომღერალმა გადაცემაში ისაუბრა სიახლეებზე რომელბსაც ის თავის მსმენელს უმზადებს.როგორც მან აღნიშნა, ამჟამად ის სოლო ალბომზე მუშაობს.
„დავსხედით მე,გელა გნოლიძე და ზაზა ხუბუკელაშვილი და გადავწყვიტეთ სოლო ალბომის გაკეთება.საკმაოდ დიდი ხანია რაც სოლო ალბომზე ვმუშაობ.ბევრი კარგი სიმღერა შევქმენით.შემდეგ ჯემალ სეფიაშვილმა მომცა თავისი სიმღერა „ჩემო თბილის ქალაქო“, რუსა მორჩილაძემ დამიწერა სიმღერა რომელიც ჯერ არ გამომიშვია.17-18 სიმღერა უკვე მაქვს.“
ზურამ აღნიშნა რომ შესაძლოა ეს სიმღერა ნინოსთან ერთად ჩაწეროს.
მომღერალი რადიო „აფხაზეთის ხმას“ და „დარდიმანდს“ რამდენიმე სიმღერის ექსკლუზივსაც შეპირდა.
ასევე ისაუბრა იმ სიმღერაზე, რომელსაც საახალწლოდ უმზადებს თავის მსმენელს.
„ასევე ძალიან აქტიურ ფაზაში შევიდა ჩვენი ჯგუფი. უკვე დაგეგმილი გვაქვს რამდენიმნე კონცერტი ზაფხულში.მათ შორის ბათუმშიც.ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა: კოვიდმა, შემდეგ ომმა იმდენად იმოქმედა რომ დიდიხანია არაფერი ჩამიწერია.“
რადიოსადგურებში „დარდიმანდსა“ და „აფხაზეთის ხმაზე“ დღეიდან იქნება ზურა ხაჩიძის შესრულებით ნამღერი „ღამის სიზმარი“
მომღერალმა გადაცემაში მოიტანა კიდევ ერთი ახალი სიმღერა,რომელიც არის რადიო „აფხაზეთის ხმის“ და „რადიო დარდიმანდის“ ექსკლუზივი. სიმღერის სახელია „ტრიალებს“ მისი ავტორია გოგი ცაბაძე. არანჟირება და შესრულება ეკუთვნის ზურა ხაჩიძეს.