
ტელეკომპანია "იმედთან" 8წლის დათის დედამ მის მდგომარეობაზე ისაუბრა:
„ვგრძნობ, რომ ესმის ჩემი ნათქვამი რაღაცები, თვალს ოდნავ ახელს თითქოს, მაგრამ ვატყობ, რომ ბავშვი ჯერ ისევ შოკშია
და არ არის აქ, თქვენც ნახეთ, როგორ ცუდ მდგომარეობაშია, ძალიან კრიტიკულ მდგომარეობაშია. ვართ ღმერთის იმედზე და იმის იმედად, რომ ამ წმინდა მიწაზე ვართ და ღმერთი არ გაგვწირავს. იმედს გვაძლევს ისიც, რომ ამდენი ხალხი ლოცულობს, აქაც საერთოდ უცხო ხალხი გვიდგას გვერდით და ეს ძალიან გვაძლიერებს…“
8 წლის დათის ავტომობილი 31 მარტს, დილით დაეჯახა. რამდენიმე გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა და სამწუხაროდ, მარჯვენა ფეხის ამპუტაცია დასჭირდა.