-
2022-04-12 15:56
ბლოგერი და მოგზაური გურამ შეროზია სოციალურ ქსელში საკუთარ ფეისბუქ გვერდზე დედის ფოტოები გამოაქვეყნა
სათაურით: "ახალი საჩუქრებით იწონებს თავს და ასეთი ბედნიერია. დედაჩემია, კი...
ასეთი ნორჩი :))
ფოტოებს საკმაოდ დადებითი და თბილი შეფასება მოჰყვა საზოგადოების მხრიდან.
გურამი ხშირად დებს დედის ფოტოებს. მისადმი უსაზღვრო სიყვარულს და მადლიერებას კი არ იშურებს.
"თუ ამ ცხოვრებაში რამე კარგი გამიკეთებია, ყველაფერი წლების მანძილზე დედის შთაგონებითაა, დაწყებული განათლებით, დამთავრებული მოტივაციით, წიგნებით, მიზანსწრაფულობით და სამართლიანობით!-წერს გურამ შეროზია