-
2021-12-24 18:35
"პერსონა" - ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონია გახლავთ, სადაც ჯილდოვდებიან სხვადასხვა დარგში მოღვაწე ადამიანები.
ტრადიციისამებრ, წელსაც "პერსონას" მორიგი დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ცერემონიაზე დააჯილდოვეს, როგორც ხელოვნებისა და კულტურის დარგში მოღვაწე ადამიანები, ასევე ის კომპანიები რომლებიც კულტურის განვითარებას უწყობს ხელს.
წელს დაჯილდოებულებს შორის მოხვდა, რადიო "დარდიმანდიც", რომელსაც გადაეცა დიპლომი კულტურის განვითარებისა და ხელშეწყობისთვის.
ღონისძიება გაიმართა სასტუმრო "მუზაში".
პროექტის დამფუძნებელი და მთავარი ორგანიზატორი, იოსებ კავკავაშვილი გახლავთ, ხოლო პროექტის თანაორგანიზატორი გურამ არუთინაშვილი.