"ქართველებო, გელით გაერთიანებულ ევროპაში, რადგან მისი მემკვიდრეობის ნაწილი ხართ..." - პოლონეთის პერზიდენტის ემოციური მიმართვა

Image

პო­ლო­ნე­თის პრე­ზი­დენ­ტი ანდჟეი დუ­და სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დღი­სად­მი მი­ძღვნილ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე სი­ტყვით გა­მოვიდა და აღნიშნა, რომ ნატო-სა და ევ­რო­კავ­შირ­ში არის საკ­მა­რი­სი ად­გი­ლი მე­გობ­რე­ბის­თვის და აუ­ცი­ლე­ბე­ლია, სა­ქარ­თვე­ლომ რე­ფორ­მე­ბი გა­ნაგ­რძოს.

 

"გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ ევ­რო­პა­ში და ნატო-ში არის საკ­მა­რი­სი ად­გი­ლი ჩვე­ნი მე­გობ­რე­ბის­თვის ევ­რო­პის აღ­მო­სავ­ლე­თი­დან. გან­სა­კუთ­რე­ბით ახლა, ამ­ჟა­მინ­დელ ვი­თა­რე­ბა­ში, შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლი უნდა იქ­ნას ნატო-ს და ევ­რო­კავ­ში­რის ღია კა­რის პო­ლი­ტი­კა. ხაზ­გას­მით მინ­და აღ­ვნიშ­ნო, პო­ლო­ნე­თი­სა და პო­ლო­ნე­ლე­ბის სა­ხით გყავთ სა­ი­მე­დო მო­კავ­ში­რე, რო­მე­ლიც ყვე­ლა ღო­ნეს იხ­მარს, რათა მხა­რი და­უ­ჭი­როს სა­ქარ­თვე­ლოს და მის მის­წრა­ფე­ბას ევ­რო­ატ­ლან­ტი­კურ სტრუქ­ტუ­რებ­ში ინ­ტეგ­რა­ცი­ის­კენ. ჩვე­ნი გა­მოც­დი­ლე­ბი­დან ვი­ცით, რა­ო­დენ დიდ ძა­ლის­ხმე­ვას მო­ი­თხოვს რე­ფორ­მე­ბი და რომ ევ­რო­კავ­ში­რამ­დე და ნატო-მდე მი­მა­ვა­ლი გზა არის რთუ­ლი, ის ზოგ­ჯერ და­უს­რუ­ლე­ბე­ლიც კი გვეჩ­ვე­ნე­ბა. რამ­დე­ნი­მე დღის წინ აღ­ვნიშ­ნეთ პო­ლო­ნე­თის ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის მე-17 წელი და ამ პერ­სპექ­ტი­ვი­დან შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ ბოლო სწო­რი გზა ხში­რად მომ­დევ­ნო მო­სახ­ვე­ვად გა­და­იქ­ცე­ო­და ხოლ­მე, რომ­ლის შემ­დე­გაც სა­ჭი­რო იყო ძა­ლე­ბის ხე­ლახ­ლა მოკ­რე­ფა, რათა ფი­ნი­შამ­დე მივ­სუ­ლი­ყა­ვით. თუმ­ცა, მერ­წმუ­ნეთ დრო­ის გად­მო­სა­ხე­დი­დან და­ნა­ხუ­ლი ყო­ვე­ლი ნა­ბი­ჯი, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ღრმა რე­ფორ­მებს მო­ი­თხოვ­და, ნამ­დვი­ლად ღირ­და მცდე­ლო­ბად. ამი­ტო­მაც მო­გი­წო­დებთ გა­მო­ი­ჩი­ნოთ და­ჟი­ნე­ბუ­ლო­ბა რე­ფორ­მე­ბის გზა­ზე, ასე­ვე შე­ი­ნარ­ჩუ­ნოთ ევ­რო­პუ­ლი სტან­დარ­ტე­ბი, პო­ლი­ტი­კუ­რი ერ­თი­ა­ნო­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბი­სა და პო­ლი­ტი­კუ­რი დი­ა­ლო­გის პა­ტი­ვის­ცე­მა­ში. ევ­რო­კავ­ში­რის ქვეყ­ნებს უნდა გვახ­სოვ­დეს, რომ აქ არის ევ­რო­პუ­ლი ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ის ნა­წი­ლი, ეს არის ან­ტი­კუ­რი კოლ­ხი­და, ეს არის თქვე­ნი ქარ­თუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბა, ევ­რო­პუ­ლი კულ­ტუ­რა დღეს ნიშ­ნავს ფუნ­და­მენ­ტუ­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის პა­ტი­ვის­ცე­მას, დე­მოკ­რა­ტია, სი­ტყვის და თავ­შეყ­რის პა­ტი­ვის­ცე­მას. თა­ვი­სუფ­ლე­ბა, და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა, დე­მოკ­რა­ტია, პა­ტი­ვის­ცე­მა და სო­ლი­და­რო­ბა ეს ის პრინ­ცი­პე­ბია, რომ­ლე­ბიც ჩვენ ურ­თი­ერ­თო­ბებს ედე­ბა სა­ფუძ­ვლად. ქარ­თვე­ლე­ბო, გე­ლით გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ ევ­რო­პა­ში, რად­გან სა­უ­კუ­ნე­ე­ბია თქვენ მისი მემ­კვიდ­რე­ო­ბის ნა­წი­ლი ხართ. გე­ლო­დე­ბით ქარ­თვე­ლე­ბო ნატო-ში, რად­გან ხართ ამა­ყი ერი, რო­მე­ლიც იმ­სა­ხუ­რებს თა­ვი­სუფ­ლე­ბას, უსაფრ­თხო­ე­ბას და კე­თილ­დღე­ო­ბის მშე­ნებ­ლო­ბას. პო­ლო­ნე­თის სა­ხით გყავთ მე­გო­ბა­რი, რო­მე­ლი გა­აგ­რძე­ლებს თქვენს მხარ­და­ჭე­რას ამ გზა­ზე, რო­გორც სა­უ­კუ­ნე­ე­ბის წი­ნათ და­წე­რა დიდ­მა შოთა რუს­თა­ველ­მა - "ვინ­ცა კაც­მან ძმა იძ­მოს, თუ დაცა იდოს,

ხამს, თუ მის­თვის სიკ­ვდილ­სა და ჭირ­სა თავი არ დაჰ­რი­დოს,“ - გა­ნა­ცხა­და პო­ლო­ნე­თის პრე­ზი­დენ­ტმა.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !