სა­ქარ­თვე­ლო­ში ევ­რო­კავ­ში­რის ელ­ჩის, კარლ ჰარ­ცე­ლის მილოცვა ქართველებს

Image

სა­ქარ­თვე­ლო­ში ევ­რო­კავ­ში­რის ელ­ჩის, კარლ ჰარ­ცე­ლი მი­მარ­თვას სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დღის აღ­სა­ნიშ­ნად ავ­რცე­ლებს და მას­ში ქვე­ყა­ნა­ში გა­ტა­რე­ბუ­ლი 2 წლი­სა და 9 თვის შთა­ბეჭ­დი­ლე­ბებ­ზე სა­უბ­რობს.

 

„გა­მარ­ჯო­ბა. მე ვარ კარლ ჰარ­ცე­ლი, სა­ქარ­თვე­ლო­ში ევ­რო­კავ­ში­რის ელჩი. შე­საძ­ლებ­ლო­ბა მო­მე­ცა, რომ თით­ქმის სამი წელი გა­მე­ტა­რე­ბი­ნა სა­ქარ­თვე­ლო­ში და ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ყო­ველ­თვის მაკ­ვირ­ვებ­და ამ ქვეყ­ნის მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა, სით­ბო და ტემ­პე­რა­მენ­ტი. 

სა­ქარ­თვე­ლო მარ­თლაც ულა­მა­ზე­სი ქვე­ყა­ნაა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, თუ სად იმ­ყო­ფე­ბი - სვა­ნე­თის თოვ­ლი­ან მთებ­ში, აჭა­რის მწვა­ნე სა­ნა­პი­რო­ზე, ჩაის პლან­ტა­ცი­ე­ბის შუ­ა­გულ­ში გა­მა­ვალ გუ­რი­ის გზებ­ზე, კა­ხე­თის მდი­დარ ვე­ნა­ხებ­ში, თუ სხვა უამ­რავ თვალ­წარმ­ტაც ად­გი­ლას.

მე ასე­ვე მქონ­და შე­საძ­ლებ­ლო­ბა, გავ­ცნო­ბო­დი სა­ქარ­თვე­ლოს შთამ­ბეჭ­დავ კულ­ტუ­რულ მემ­კვიდ­რე­ო­ბას, და­მე­გე­მოვ­ნე­ბი­ნა ქვევ­რის ღვი­ნო და ხინ­კა­ლი, დავმტკბა­რი­ყა­ვი მრა­ვალ­ხმი­ა­ნი მუ­სი­კით და აღვფრ­თო­ვა­ნე­ბუ­ლი­ყა­ვი სა­ქარ­თვე­ლოს გრძე­ლი და გა­მორ­ჩე­უ­ლი ის­ტო­რი­უ­ლი კვა­ლით.

შევ­ხვდი ძა­ლი­ან ბევრ შე­მოქ­მე­დე­ბით და ამ­ბი­ცი­ურ ადა­მი­ანს, რომ­ლე­ბიც ავი­თა­რე­ბენ ტუ­რიზ­მის სექ­ტორს, აწყო­ბენ თა­ნა­მედ­რო­ვე ღვი­ნის მარ­ნებს, აღორ­ძი­ნე­ბენ ჩაის პლან­ტა­ცი­ებს და სა­კუ­თარ ად­გილს იკა­ვე­ბენ მსოფ­ლიო მო­დის რუ­კა­ზე. 

სა­ქარ­თვე­ლომ გან­ვი­თა­რე­ბის ევ­რო­პუ­ლი გზა აირ­ჩია. სი­ა­მა­ყით შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ ჩვენ ძა­ლი­ან მყა­რი ურ­თი­ერ­თო­ბა გვაქვს. ამის მა­გა­ლი­თია უვი­ზო მი­მოს­ვლა, პირ­და­პი­რი წვდო­მა ევ­რო­კავ­ში­რის ბა­ზარ­ზე და რე­კორ­დუ­ლი რა­ო­დე­ნო­ბის ქარ­თვე­ლი სტუ­დენ­ტი, რო­მე­ლიც გა­ნათ­ლე­ბას ევ­რო­პა­ში იღებს.

ევ­რო­კავ­ში­რი ამა­ყობს იმით, რომ ის სა­ქარ­თვე­ლოს უახ­ლო­ე­სი პარტნი­ო­რია, გან­სა­კუთ­რე­ბით COVID პან­დე­მი­ის პი­რო­ბებ­ში, რო­დე­საც ევ­რო­კავ­შირ­მა და­ამ­ტკი­ცა, რომ ნამ­დვი­ლი მე­გო­ბა­რი გა­ჭირ­ვე­ბა­ში შე­იც­ნო­ბა.

ჩვენ დღეს სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნახ­ლე­ბის დღის წეს­რი­გის ნა­წი­ლი ვართ, ვეხ­მა­რე­ბით რა ფერ­მე­რებს, ბიზ­ნე­სებს და რე­გი­ო­ნებს სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ცხოვ­რე­ბის პი­რო­ბე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბი­სათ­ვის.

ჩვენ ერ­თად უკვე ძა­ლი­ან ბევ­რს მი­ვაღ­წი­ეთ, მაგ­რამ იმე­დი მაქვს, რომ მომ­დევ­ნო წლებ­ში სა­ქარ­თვე­ლო და სა­ქარ­თვე­ლო­სა და ევ­რო­კავ­შირს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბა ჩვე­ნი პარტნი­ო­რო­ბი­დან კი­დევ უფრო მეტ სარ­გე­ბელს მი­ი­ღებს.

გა­უ­მარ­ჯოს სა­ქარ­თვე­ლოს!" - აღ­ნიშ­ნავს კარლ ჰარ­ცე­ლი.

 

 

 

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !