
ცნობილი ტელეწამყვანის, ეკა მიშველაძის შვილი მაკო კვიტაიშვილი თვითონაც ტელეწამყვანია. მაკო საზოგადოებამ წლების წინ ერთ-ერთი მუსიკალური პროექტიდან გაიცნო. ახლა კი დილის გადაცემის წამყვანია და ეკრანზეც ხშირად ჩნდება. მაკო სოციალურ ქსელშიც განსაკუთრებით აქტიურია და გამომწერებთან ყოველდღიური კომუნიკაცია აქვს. ამჯერად ის მათ კითხვებს „ინსტაგრამსთორის“ საშუალებით პასუხობს.
როგორც ჩანს, მაკოს გამომწერებს მისი პირადი ცხოვრებისა და ორსულობის შესახებ ბევრი რამ აინტერესებთ. „თორნიკე როგორი ბიჭია? რამდენი ხანია, რაც ერთმანეთს იცნობთ?“, „რამდენი კილოგრამი იყავი ორსულობამდე?“ „პატარას როდის ელოდები?“
ტელეწამყვანმა უამრავ კითხვას უპასუხა და თქვა, რომ მეუღლეს, თორნიკე გაგუას, უკვე 5 წელია იცნობს - „ნამდვილი ოქროა, არ ვხუმრობ“ - ამბობს მაკო თორნიკეზე. მან ასევე ორსულობის დროს მომატებულ კილოგრამებზეც ისაუბრა და თქვა, რომ ამაზე დიდად აღარ ნერვიულობს.
როგორც მაკო არაერთ ინტერვიუში ამბობდა, მას რთული ორსულობა არ აქვს და ამ ყველაფრისთვის როგორც ფიზიკურად, ისე ფსიქოლოგიურადაც მზადაა. ის ორსულობის მერვე თვეშია და მალე ბიჭის დედა გახდება.