
"მოდა ეს არ არის რაღაც, რაც მხოლოდ კაბებშია. მოდა ცაშია, ქუჩაშია. მოდა იდეებით კეთდება, ჩვენი ცხოვრების მიხედვით თუ რა ხდება..."
ქალურობა, ელეგანტურობა, მკაცრი სექსუალურობა – ეს ის ჩამონათვალია, რაც შანელთან ასოცირდება. გაბრიელ კოკო შანელი ბავშვთა სახლში გაიზარდა და იქვე ისწავლა კერვა. 20 წლის ასაკში კოკო შანელი წამოვიდა ბავშვთა სახლიდან და მუშაობა დაიწყო ტრიკოტაჟის მაღაზიაში. პარალელურად საღამოობით ერთ–ერთ კაფეში მღეროდა. იგი ხშირად ასრულებდა ერთ სიმღერას, საიდანაც მოდის მეტსახელი „კოკო“
1910 წელს პარიზში პატარა ქუდების ატელიე გაიხსნა წარწერით- „შანელის მოდები“, რომელმაც პარიზის მაღალ წრეებში ძალიან მალე მოიპოვა პოპულარობა.სულ მალე შანელის მეორე მაღაზია გაიხსნა. მაგრამ გაბრიელი ოცნებობდა ტანსაცმლის მოდელების შექმნაზე.იმ დროისთვის საფრანგეთში აკრძალული იყო არაპროფესიონალი მკერავის მიერ შეკერილი კაბების გაყიდვა.მიუხედავად ამისა კოკომ მოახერხა გამოსავლის მოძებნა და დაიწყო კაბების მოდელების შექმნა ჯერსის ნაჭრისგან, რომელიც მხოლოდ მამაკაცის ტანსაცმლისთვის გამოიყენებოდა.კოკო შანელი მოდის ისტორიაში შევიდა როგორც ქალის ტანისამოსში მამაკაცის სტილის შემომტანი. მან ქალბატონებისთვის პირველმა შემოიტანა ტანისამოსის თავისუფალი სტილი, რითაც ისინი გაანთავისუფლა მკვეთრად მოჭერილი ტანისამოსისგან. შექმნა შარვლის მოდელები მანდილოსნებისთვის. მოგვიანებით, მან თმა მოკლედ შეიჭრა,რითიც ჩამოაყალიბა ქალბატონებისთვის მოკლე ვარცხნილობის სტილი. 1922 წელს კოკო შანელმა და გენიალურმა ქიმიკოს–პარფიუმერისტმა ერნესტ ბოსმა ერთობლივი მუშაობის შედეგად შექმნეს 80 კომპონენტისგან შემდგარი ცნობილი „სუნამო ქალებისთვის ქალის სურნელით“ Chanel №5
30–იან წლებში მსოფლიოში ცნობილი კრიზისის გამო ბიზნესის აქტივები დაეცა. ამიტომ 1939 წელს შანელმა დაითხოვა თანამშრომლები და დროებით შეაჩერა კომპანიის საქმიანობა.
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, 1954 წელს 70 წელს მიტანებულმა კოკო შანელმა გადაწყვიტა მოდის სამყაროში დაბრუნება და გახსნა ახალი ბუტიკი Rue Cambon, რომლის საშუალებითაც ძალიან მალე დაიბრუნა თავისი სახელი.
სწორედ შანელის ცნობილი ვარდისფერი კოსტუმი ეცვა ჟაკლინ კენედის მეუღლეზე მომხდარი თავდასხმის დღეს.
30 წლის განმავლობაში იგი ცხოვრობდა პარიზის სასტუმროში Ritz ის ერთ–ერთ ნომერში, სადაც 1971 წლის 10 იანვარს გარდაიცვალა.
2015 წლამდე კომპანიას ხელმძღვანელობდა კარლ ლაგერფელდი, შანელის სტილის ღირსეული გამგრძელებელი.
მოდის ინდუსტრიაში კარლ ლაგერფილდის გარდაცვალება ერთი დიდი ეპოქის დასასრულად შეაფასეს. Chanel-მა კი ლაგერფილდის შემცვლელად ვირჯინია ვიარდი დაასახელა. ვირჯინია შანელის ახალი შემოქმედებითი ხელმძღვანელი იქნება.
ვირჯინია ვიარდი 1987 წლიდან კარლთან ერთად მუშაობდა.
მათი ერთობლივი ნამუშევრები კი, ყოველთვის იწვევდა მოდის მოყვარულების აღფრთოვანებას. ვიარდს შანელში 30 წლის სამუშაო სტაჟი აქვს.