
ნიკა გვარამია ნიკა მელიას ადვოკატი იქნება. ამის შესახებ ნიკა გვარამიამ რუსთავის ციხეში მისვლისას განაცხდა.
„აქ მოვიდნენ ნიკა მელიას ადვოკატი დიტო საძაგლიშვილი და ნიკა გვარამია. გირაოს შეთავაზება არის აბსურდი. როგორც მელიას ჯდომა მომაკვდინებელია იყო პარტიის ოფისში, ახლა მათთვის მომაკვდინებელია მელიას ჯდომა ამ დაწესებულებაში, ამიტომ ეძებენ მიზეზს, რომ აქედან გამოიყვანონ. მეშინია სპეცოპერაცია არ ჩაატარონ და ისე არ გამოიყვანონ, ეს ხუმრობით, მაგრამ ეს სპეცოპერაცია შეიძლება იყოს ის, რომ ვინმეს გადაახდევინონ გირაო, რომელიც ანტიკონსტიტუციურია და ადამიანის თავისუფალ ნებას ზღუდავს“- განაცხადა ნიკა გვარამიამ.