აზიის განვითარების ბანკი - 100 მილიონი დოლარის სესხი საქართველოში კოვიდ-19-ით დაზარალებულ ჯანდაცვასა და ეკონომიკას მოხმარდება

Image

აზიის განვითარების ბანკმა (ADB) 100 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სესხი დაამტკიცა. 

აზიის განვითარების ბანკმა (ADB) 100 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სესხი დაამტკიცა საქართველოს მთავრობის დასახმარებლად ახალი კორონავირუსის (კოვიდ-19) პანდემიის გავრცელების შეჩერების, ბიზნესზე უარყოფითი ზემოქმედების შერბილებისა და მოწყვლადი ჯგუფებისთვის, მათ შორის ქალებისა და ბავშვებისთვის საარსებო საშუალებების შესანარჩუნებლად, - ამის შესახებ “აფხაზეტის ხმას“ აზიის განვითარების ბანკიდან აცნობეს.

„საქართველოს - მნიშვნელოვანი სავაჭრო და ტურისტული ჰაბის - ჯანდაცვა და ეკონომიკა კოვიდ-19-მა დიდი რისკის წინაშე დააყენა. ჩვენ სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ საქართველოს პანდემიის საპასუხო ქმედებებში და ეს კომპლექსური პაკეტი ქვეყნისთვის აუცილებელ სამედიცინო და სოციალურ-ეკონომიკურ საჭიროებებს მოხმარდება. იგი ADB-სა და საქართველოს შორის ათ წელზე ხანგრძლივ თანამშრომლობას ემყარება ფისკალური მენეჯმენტისა და სოციალური დაცვის მიმართულებით, რაც ეკონომიკის პოსტ-პანდემიური გაჯანსაღების მთავარი ფაქტორებია,”- განაცხადა ADB-ის პრეზიდენტმა მასაცუგუ ასაკავამ.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, მოწყვლადი ჯანდაცვის სისტემის დასაცავად საქართველომ დაავადების გავრცელების შემაკავებელი ნაბიჯების გადადგმა იანვარში დაიწყო, მაგრამ პანდემიამ ეკონომიკა მნიშვნელოვნად დააზარალა. გაადაადგილების შეზღუდვამ ტურიზმის სექტორს განსაკუთრებული დარტყმა მიაყენა და შედეგად გასული წლის მარტთან შედარებით საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა თითქმის 60%-ით შემცირდა.

„კოვიდ-19-ის აქტიური საპასუხო და ხარჯვითი დახმარების (CARES) პროგრამა საბიუჯეტო დახმარებას გაუწევს მთავრობას და დააფინანსებს მის კომპლექსურ ანტიკრიზისულ გეგმას. დაფინანსება მოიცავს 4000-ზე მეტი მცირე და საშუალო ტურისტული ბიზნესისთვის გადასახადების გადავადებასა და მინიმუმ 2000 მცირე და საშუალო სასტუმროსთვის კრედიტის სუბსიდირებას.

მთავრობის სოციალური დახმარების მექანიზმების დაფინანსებით სესხი მოწყვლადი ჯგუფების დაცვასაც მოხმარდება, რაც მოიცავს პანდემიის გამო სამსახურის დაკარგვის რისკის ქვეშ მყოფი 350,000 დასაქმებულის დროებით ფულად ხელშეწყობას; ერთჯერად ფულად დახმარებას 250,000 არაფორმალურად ან თვითდასაქმებული ადამიანისთვის, 1.2 მილიონი ოჯახისთვის კომუნალური გადასახადების სუბსიდირებას და ფასების ექვსთვიან დაფიქსირებას ცხრა ძირითად პროდუქტზე.

დაავადების გავრცელების შესაკავებლად, სესხი ხელს შეუწყობს კოვიდ-19-ის უფასო დიაგნოსტიკისა და მკურნალობის დაფინანსებას, მათ შორის ღარიბი მოსახლეობისთვის, ვისაც ჯანდაცვის ხარჯები განსაკუთრებით მძიმე ტვირთად აწვება. მთავრობის კოვიდ-19 ვებ-პორტალი საჯარო რეკომენდაციების კარგი წყაროა მათ შორის ორსულობის, მშობიარობისა და ძუძუთი კვების შესახებ.

კოვიდ-19-ის წინაშე განსაკუთრებით დაუცველი არიან ქალები, რომლებიც საქართველოს ტურიზმისა და პანდემიის წინა ხაზზე მომუშავე სამედიცინო პერსონალის დაახლოებით 60%-ს წარმოადგენენ. ADB-ის სესხით შესაძლებელი გახდება პირადი დამცავი აღჭურვილობის შეძენა სამედიცინო პერსონალისთვის, მათ შორის მდედრობით სქესის წარმომადგენლებისთვის, და ფულადი დახმარების გაცემა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალებისა და ბავშვებისთვის. მთავრობის საგადასახადო და საკრედიტო სუბსიდირების გეგმის მონაწილე 6000-მდე ტურისტული და სასტუმრო ბიზნესიდან ერთ მესამედზე მეტი ქალების საკუთრებაშია, ან ქალების მიერაა მართული.

ADB-ის CARES პაკეტი შეიქმნა საერთაშორისო სავალუტო ფონდთან და სხვა განვითარების პარტნიორებთან ერთად საქართველოში კოვიდ-19-ის კრიზისის დაძლევის კოორდინირებული მუშაობის ფარგლებში.

სესხი დაფინანსებულია ADB-ის ანტიციკლური დახმარების პროგრამის კოვიდ-19-ის პანდემიის საპასუხო ოფციის (CPRO) საშუალებით. CPRO 13 აპრილს გამოცხადებული ADB-ის $20 მილიარდიანი გაფართოებული დახმარების ნაწილია განვითარებად წევრ ქვეყნებში კოვიდ-19-ზე რეაგირებისთვის. მიმდინარე რეაგირების შესახებ ეწვიეთ ADB-ის ვებ-გვერდს.

ADB-ის მიზანია, ხელი შეუწყოს აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის წარმატებულ, მრავალმხრივ, მედეგ და მდგრად განვითარებას. ამავდროულად, ის კვლავაც აგრძელებს მუშაობას რეგიონში უკიდურესი სიღარიბის აღმოსაფხვრელად. 1966 წელს დაარსებული ორგანიზაცია აერთიანებს 68 ქვეყანას, მათ შორის 49 აზიის რეგიონიდანაა წარმოდგენილი,”-აღნიშნულია ინფორამციაში.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !