სალომე ზურაბიშვილი - კორონავირუსით გამოწვეული კრიზისი ევროკავშირთან ურთიერთობების გაღრმავებისა და ევროპისაკენ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმის შესაძლებლობაა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს ფინეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, საული ნიინისტეს ესაუბრა.

 

როგორც საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, პრეზიდენტებმა საქართველოსა და ფინეთში კორონავირუსის გამო შექმნილ მდგომარეობაზე და დისტანციური განათლების სისტემებზე ისაუბრეს, რადგან კრიზისულ ვითარებაში განათლების მიღების ხელმისაწვდომობის შექმნის შესაძლებლობა ძალზე მნიშვნელოვანია.

საქართველოს პრეზიდენტმა ფინელ კოლეგას ტურიზმის მიმართულებით საქართველოს ხელისუფლების მიერ შემუშავებული გეგმა გააცნო და აღნიშნა, რომ ტურიზმის სფეროში საქართველოს და ფინეთს უფრო მჭიდრო თანამშრომლობა სჭირდებათ.

მათივე ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტმა ფინეთის პრეზიდენტს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ რთულ კრიზისულ ვითარებასთან დაკავშირებით მიაწოდა ინფორმაცია. სალომე ზურაბიშვილმა ყურადღება გაამახვილა კიბერუსაფრთხოების მიმართულებით ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე და ასევე იმ დეზინფორმაციულ კამპანიაზე, რომელიც საქართველოში ლუგარის სახელობის ცენტრს უკავშირდება.

პრეზიდენტებმა საქართველოს ევროინტეგრაციისა და ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ ისაუბრეს და სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ მიმდინარე კრიზისი საქართველოსათვის ევროკავშირთან ურთიერთობების გაღრმავებისა და ევროპისაკენ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმის შესაძლებლობაა.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !