რატი ანდრონიკაშვილი კარიერას აშშ-ში გააგრძელებს

Image

საქართველოს ყველა ასაკობრივ ნაკრებში ნათამაშები 19 წლის რატი ანდრონიკაშვილი, რომელმაც მცირე ასაკის მიუხედავად, ეროვნული გუნდის მაისურის მორგება ოფიციალურ მატჩებში 7-ჯერ მოასწრო, ამერიკის სტუდენტური ლიგის ტოპ-გუნდმა აიყვანა. ბასკონიური პროექტის პროდუქტი ანდრონიკაშვილი, რომელმაც გასული სეზონი ბერძნულ "პანიონიოსში" დაიწყო და სუპერლიგურ "რუსთავში" დაასრულა, კარიერას ოკეანის გაღმა, კრეიტონის უნივერსიტეტის გუნდში გააგრძელებს.



რატი ანდრონიკაშვილი საკალათბურთო აკადემიის აღზრდილია, რომელიც საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციისა და ესპანური “სასკი ბასკონიას” ერთობლივ პროექტში მოხვდა. როგორც პერსპექტიული კალათბურთელი, ანდრონიკაშვილი “ბასკონიას” ყოველწლიურ თბილისურ კემპში მიიწვიეს და საბოლოოდ ის ესპანეთში, აღნიშნულ კლუბში აღმოჩნდა.

 

ბასკონიაში რატიმ 2 წელი გაატარა, რის შემდეგაც რამდენიმე კლუბი გამოიცვალა და ახლა კარიერის უმნიშვნელოვანეს ეტაპს მიადგა. ამერიკულმა მედიამონსტრმა ESPN-მა დღეს გაავრცელა ინფორმაცია ანდრონიკაშვილის კრეიტონში გადასვლის თაობაზე. ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სპორტული პროგრამის მქონე უნივერსიტეტმა თანხმობა განაცხადა ქართველი უკანახაზელის სწავლის სრულ დაფინანსებაზე (scholarship), რაც ცხადია, იმიტომ გააკეთა, რომ საკალათბურთო გუნდში (Creighton Bluejays) ათამაშოს.

თუ კიდევ ერთმა პერსპექტიულმა ქართველმა კალათბურთელმა, სანდრო მამუკელაშვილმა წლევანდელი ნბა-ს დრაფტიდან საკუთარი კანდიდატურა მოხსნა, ის და რატი ანდრონიკაშვილი Big East-ის კონფერენციაში მთავარი კონკურენტები იქნებიან. მამუკელაშვილი “სეტონ ჰოლის” ლიდერთაგანია და ვერდასრულებულ Big East-ის კონფერენციაში მისმა გუნდმა “კრეიტონთან” ერთად რეგულარული ჩემპიონატი მოიგო. ამ გუნდებმა კიდევ ერთ სტუდენტურ მონსტრ “ვილანოვასთან” ერთად Big East-ში 13 მოგება და 5 მარცხი მოაგროვეს და როგორც ამერიკის სტუდენტურ ლიგებში სჩვევიათ, რეგულარული ჩემპიონატის გამარჯვებულის ტიტული სამივემ მიიღო. ურთიერთშეხვედრებმა მხოლოდ ის გაარკვია, რომ პლეი-ოფში ეს 3 გუნდი შემდეგნაირად განითესებოდა: "ვილანოვა", "კრეიტონი" და "სეტონ ჰოლი". თუმცა, როგორც იცით, კორონავირუსის პანდემიის გამო, ისევე, როგორც ყველა სპორტული ღონისძიება, ამერიკის სტუდენტური ლიგაც შეწყდა. საბოლოო მონაცემებით, "კრეიტონი" ამერიკის სტუდენტური ლიგის ოფიციალურ რეიტინგში მე-7 ადგილზე იმყოფებოდა, რაც წარმოუდგენლად მაღალი შედეგია იმის გათვალისწინებით, რომ NCAA-ს 32 კონფერენციაში მთლიანობაში 480-მდე გუნდი მონაწილეო
რედაქტორის რჩევით

რადიო "დარდიმანდი" იუბილარია

2020-06-02 12:21
რადიო "დარდიმანდი" იუბილარია", რადიო “დარდიმანდი” 2011 წელს დაარსდა.

ნინოობას პატრიარქი საზეიმო წირვას სიონის საკათედრო ტაძარში აღავლენს

2020-06-01 11:14
დღეს, 1-ელ ივნისს, ნინოობის დღესასწაულთან დაკავშირებით წირვა-ლოცვას სრულიად საქართველოს...

საქართველოში დღეიდან ყველა სახის ღია მაღაზია, მათ შორის მოლები იხსნება

2020-06-01 11:12
დღეიდან საქართველოში ყველა სახის ღია მაღაზია, მათ შორის მოლები იხსნება. შესაბამისი...

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 11 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი 19-ით გაიზარდა

2020-06-01 11:10
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 11-ით გაიზარდა და 794 გახდა. ამის...
რჩეული ვიდეოები

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

კნუტების გასეირნება ჯორჯიის ცარიელ აკვარიუმში(ვიდეო)

2020-04-10 12:52
აშშ-ში, კორონავირუსის გამო დახურული ჯორჯიის აკვარიუმი ცხოველებისთვის ექსკურსიების მოწყობას...

ხანძარი გემზე - ქართველმა მეზღვაურებმა ეკიპაჟის 12 წევრი გადაარჩინეს(ვიდეო)

2020-04-09 12:47
 ქართველმა მეზღვაურებმა ეკიპაჟის 12 წევრი გადაარჩინეს-ხომალდზე ხანძარი წუხელ გაჩნდა. სამაშველო...

გამოკითხვა

როგორ შეაფასებთ სახელმწიოფოს მუშაობას "კორონა ვირუსისი" წინააღმდეგ?


ვალუტა

1
EUR
 - 
3.4626
0.0740
100
RUB
 - 
4.4772
0.0254
1
USD
 - 
3.1172
0.0589