-
2020-05-09 12:27
მეორე მსოფლიო ომის ყველა მონაწილე ჯილდოვდება საიუბილეო მედლით - „ფაშიზმზე გამარჯვების 75 წელი“, - შესაბამისი განკარგულება საქართველოს მთავრობამ გამოსცა და მას ხელს აწერს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია. მედლის გადაცემას მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებისთვის ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური უზრუნველყოფს.
ამავე განკარგულებით, ფაშიზმზე გამარჯვების 75-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ფულადი სოციალური დახმარების სახით 600 ლარს მიიღებენ, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები - 300 ლარს.
თემასთან დაკავშირებული მასალები:
-
2016-09-18 10:04
-
2016-05-18 22:27
-
2016-04-18 01:30
-
2016-02-08 13:30