
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ინფექციურში მოთავსებული ერთი მძიმე და ერთი კრიტიკული პაციენტის მდგომარეობა უცვლელია. როგორც ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ამჟამად ინფექციურ საავადმყოფოში 42 პაციენტი წევს.
“ამ ეტაპზე გვიწევს 42 პაციენტი, ერთი არის შესაძლო შემთხვევა, 41 - დადასტურებული. ჩვენთან კვლავ არ შემოსულა ახალი დადასტურებული შემთხვევა. არსებული სიტუაცია უცვლელია - გვყავს ერთი კრიტიკული პაციენტი, მისი მდგომარეობა უცვლელია და ერთი მძიმე პაციენტის მდგომარეობაც უცვლელია. ორივე პაციენტთან სიმძიმის განმსაზღრელი არის თანარსებულად მიმდინარე დაავადებები. გამოჯანმრთელებული 3 გვყავს და უკვე ჩვენი ცენტრის გამოჯანმრთელებული პაციენტების რაოდენობა 85-ს მიუახლოვდა. ყველა ახალი ინფიცირების წყარო ცნობილია, ბოლო 10 დღეა ყველა პაციენტი არის არსებული წყაროს კონტაქტები ან საკარანტინე სივრცეში მყოფი პირები. ეს საკარანტინე სივრცეც ძირითადად არის ამ არსებული წყაროებიდან შევსებული პირები. ჯერჯერობით, ახალი წყარო არ არის და ვიმედოვნებ, რომ არ გაჩნდება”, - განაცხადა ეზუგბაიამ.