
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საქართველო ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქვეყანაა ახალ კორონავირუსთან ბრძოლის კუთხით.
როგორც კალაძემ მთაწმინდის ფერდობის ლანდშაფტის აღდგენის სამუშაოების პროექტის წარდგენისას განაცხადა, მნიშვნელოვანია ვიყოთ ფრთხილად, გამოვიჩინოთ ერთმანეთის მიმართ სოლიდარობა და მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა.
„ქართული ოცნების“ სახელისუფლებო გუნდის მიერ გადადგმული დროული და ეფექტური ნაბიჯების შედეგად, საქართველო ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქვეყანაა ახალ კორონავირუსთან ბრძოლის კუთხით. შესაბამისად, გუშინ პრემიერის ხელმძღვანელობით იქნა გაჟღერებული მთელი რიგი ნაბიჯები თუ როგორ დავუბრუნდეთ ცხოვრების ჩვეულ რიტმს. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს ის, რომ მნიშვნელოვანია ვიყოთ ფრთხილად, გამოვიჩინოთ ერთმანეთის მიმართ სოლიდარობა და მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა. ასევე მნიშვნელოვანია დავიცვათ ყველა ის მოთხოვნა, რომელზეც საუბრობენ დარგის სპეციალისტები, გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, ერთმანეთის სიცოცხლის უსაფრთხოებას“, - განაცხადა კალაძემ.