
ახალქალაქში მომხდარი ინცინდენტის შესახებ ხელისუფლება და სასამართლო კოორდინირებულ მოქმედებას განაგრძობენ. ახალციხის რაიონულმა სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და სამველ პეტროსიანი კვლავ პატიმრობაში დატოვა.
„პატრიოტთა ალიანსის“ გენერალური მდივანი სასამართლო განაჩენს პოლიტიკურ მოტივებს უკავშირებს და გადაწყვეტილებას ირაკლი კობახიძის ზეწოლით ხსნის. როგორც ირმა ინაშვილი აცხადებს, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე სასამართლოს საქმიანობაში უხეშად, სწორედ ენზელ მკოიანის დაცვის მოტივით ერევა. ინაშვილის აზრით, სამველ პეტროსიანი ირაკლი კობახიძის პირადი პატიმარია, ხოლო თავად „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი თანამედროვე ადეიშვილად ჩამოყალიბდა!