გიორგი კანდელაკი - საერთოდ არ გავაკეთოთ ტესტები და საერთოდ გაქრება კორონავირუსი

Image

საერთოდ არ გავაკეთოთ ტესტები და საერთოდ გაქრება კორონავირუსი, - ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი წევრი, გიორგი კანდელაკი ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებას, რომლის მიხედვითაც, დღე-ღამეში კორონავირუსით ინფიცირების 25 ახალი შემთხვევის დაფიქსირება იმით არის განპირობებული, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით ბევრი აგრესიული კვლევა ჩატარდა.

 

გიორგი კანდელაკი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, განმარტება გააკეთოს იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ აქვთ ტესტირებების მაქსიმალურად შეზღუდვის პოლიტიკა.

„ქალბატონმა მარინა ეზუგბაიამ უკვე ოფიციალურად დაადასტურა, რომ საქართველოს მთავრობის პოლიტიკაა, ჩვენ ქვეყანაში კორონავირუსის რაც შეიძლება ცოტა ტესტი გაკეთდეს. ეს არის ოფიციალური პოლიტიკა, ამაზე ვსაუბრობდით ჩვენ პარლამენტში, სადაც გასულ კვირას ჯანდაცვის მინისტრი არ მოვიდა. ამაზე მეტყველებს სტატისტიკა, მაგალითად, სომხეთში გაკეთებულია 15 000-ზე მეტი ტესტი, საქართველოში სულ დაახლოებით, 9 000. მილიონ მოსახლეზე გაადაანგარიშებით, სომხეთში 5 000 ტესტზე მეტია გაკეთებული, როცა საქართველოში ეს მაჩვენებელი 2 400 ტესტია. ლიტვაში, გუშინწინ, ერთ დღეში იმდენივე ტესტი გაკეთდა, რაც საქართველოში იყო მთლიანად გაკეთებული და ლიტვაში ტესტების საერთო რაოდენობა 100 000-ია. მაშინ, საერთოდ არ გავაკეთოთ ტესტები და საერთოდ გაქრება კორონავირუსი. ასე, რომ საქართველოს მთავრობამ უნდა გააკეთოს განმარტება, რატომაა პოლიტიკა, რომ ტესტირება მაქსიმალურად შეიზღუდოს და ჩვენ შეგვიძლია გადაჭარბების გარეშე ვთქვათ, რომ პოლიტიკა საპირისპირო რომ ყოფილიყო, მოქალაქების ძალიან მაღალი რაოდენობა რომ გაგვეტესტა, ასეთი დრაკონული შეზღუდვების შემოღება, რამაც ეკონომიკას დაარტყა, აუცილებელი არ იქნებოდა. გარკვეული შეზღუდვები იქნებოდა შემოსაღები, მაგრამ არა რა თქმა უნდა, ასეთი დრაკონული“, - განაცხადა კანედელაკმა.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !