გია ვოლსკი - მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა დამყარებულია ღრმა მეცნიერულ ანალიზზე და სიტუაციის შეფასებაზე - დარგი და თემა არ არის დარჩენილი პასუხის გარეშე

Image

დარგი და თემა არ არის დარჩენილი პასუხის გარეშე, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკის ანტიკრიზისულ გეგმასთან დაკავშირებით განაცხადა.

 

მისი თქმით, საქართველო მცირე რესურსების მქონე ქვეყანაა და ამ მცირე რესურსებით უნდა გადაირჩინოს თავი.

„მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა დამყარებულია არა პოლიტიკურ ნიშნებზე, როგორც ეს ჩვევიათ ჩვენს ოპონენტებს, არამედ ღრმა მეცნიერულ ანალიზზე და სიტუაციის შეფასებაზე. ამის დეტალური განხილვა მოხდა, დავამატეთ მხოლოდ ერთს - დარგი და თემა არ არის დარჩენილი პასუხის გარეშე. რასაკვირველია, ჩვენ არ უნდა ველოდოთ ეკონომიკურ ბუმს და ეს გეგმა არის სწორედაც ჩამოყალიბებული იმდენად, რამდენადაც პანდემიამ განაპირობა კრიზისი. კრიზისი არის ღრმა და ეს კრიზისი შეიძლება კიდევ უფრო გამწვავდეს. ქვეყნებმა თავი უნდა გადაირჩინონ. საქართველო მცირე რესურსების მქონე ქვეყანაა და მცირე რესურსებით უნდა გადაირჩინოს თავი და გამოვიდეს უმძიმესი მდგომარეობიდან. არავინ არ უნდა დაუშვას, რომ ეს გეგმა და განცხადებები არის რამენაირად დაკავშირებული პოზიტიურ პროცესებთან, ეს არის საგანგებოდ მძიმე მდგომარეობასთან დაკავშირებული გეგმა და არის პროფესიონალურად გამართული. ჩვენ უნდა გადავრჩეთ როგორც ჯანმრთელობის თვალსაზრისით, ასევე ეკონომიკურად”, - განაცხადა ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის შემდეგი ეტაპით გათვალისწინებული ინიციატივები გააჟღერა. როგორც პრემიერმა გეგმის წარდგენისას განაცხადა, ქვეყანა კრიზისული მენეჯმენტისთვის 3 მილიარდ 500 მილიონ ლარს დახარჯავს. ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმით საზოგადოების სხვადასხვა ნაწილის დახმარებაა გათვალისწინებული, მათ შორის მთავრობა ოფიციალურად დასაქმებულებს, რომლებმაც სამსახური დაკარგეს, 6 თვის განმავლობაში 1200 - თვეში 200 ლარით დაეხმარება, თვითდასაქმებულ მოქალაქეებს კი, მათი იდენტიფიცირების შემდეგ, ერთჯერადად 300 ლარს ჩაურიცხავს. გარდა ამისა, სახელმწიფო 600 ლარს გადაუხდის მრავალშვილიან და იმ ოჯახებს, რომელთა სოციალური სარეიტინგო ქულა 65 000-დან 100 000-მდეა. 600-ლარიანი დახმარებით ისარგებლებენ მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები, რომლებიც აღნიშნულ დახმარებას 6 თვის განმავლობაში მიიღებენ. ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმით გათვალისწინებულია ასევე 2021 წლიდან პენსიის ზრდა, რომელიც ყველა პენსიონერისთვის 20 ლარით, ხოლო 70 წელს ზემოთ მყოფი პენსიონერებისთვის 25 ლარით გაიზრდება.

გარდა ამისა, მთავრობის მიერ წარდგენილი ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმა ბიზნესის დახმარებასაც გულისხმობს. გიორგი გახარიას განცხადებით, ყველა ის კომპანია, რომელიც სამუშაო ადგილებს შეინარჩუნებს, 6 თვის განმავლობაში, 750 ლარამდე ხელფასის ანგარიშით, საშემოსავლო გადასახადის ნაწილში სრულ სუბსიდირებას მიიღებს. გარდა ამისა, პრემიერ-მინისტრის თქმით, მეწარმეების დახმარების მიზნით, ამოქმედდება დღგ-ს ავტომატური დაბრუნების მექანიზმი.ასევე, მისი თქმით, წელს ბიზნესი დამატებით 600 მილიონ ლარს მიიღებს.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !